სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილმა კახა ბექაურს აგინა

კახა ბექაური რთულ მდგომარეობაშია. აქეთ ოლიგარქი, იქით მეუღლე. არ იფიქროთ, ეკა ბერიძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის აქვს არჩევანი გასაკეთებელი. არჩევანი უკვე გაკეთებულია - „ფული ბაბაია, ბევრი ფული.“ ამ არჩევანს კახა ბექაურს მეუღლეც უწონებს და უჩიჩინებს, როგორმე აიტანოს შეურაცხყოფა და ოქტომბრამდე გაძლოს დაკავებულ თანამდებობაზე.

საქმე ისაა, რომ კახა ბექაურის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ოლიგარქის და „ჩემი ეკას“ კაპრიზებს ეწირება. ივანიშვილს მიაჩნია, რომ „მეცხრე არხი“ „ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა“.

რას გულისხმობს ოლიგარქი, ბექაურს კი არა მკითხველსაც გაუკვირდება. ტელევიზია, მთელი შემადგენლობით ყურებზე დადის, რომ როგორმე ოლიგარქს მოაწონოს თავი. არხის პოლიტიკა, მთლიანად, ბიძინას გემოვნებაზეა მორგებული.

ამას წინადაც ვწერდით, საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ თავისი დროის „რუსთავი–2“-ს და ზოგადად, ქართული თანამედროვე ჟურნალისტიკის ყველაზე გემოვნებიან და დახვეწილ წამყვანს, ეკა ხვედელიძის თეთრი კაბა ჩააცვეს და ასე გაუშვეს სარეკლამო რგოლი... არაფერს ვამბობთ იდეოლოგიაზე, რომელიც არხმა მთლიანად პუტინის რუპორის რეჟიმში გააჟღერა. ბიძინა მაინც უკმაყოფილოა.

კახა ბექაური რა „ტელევიზიონშიკია“ ყველამ იცის, მაგრამ ოლიგარქმა რა იცის ტელე–ჟურნალისტიკის შესახებ, გაუგებარია. თუ იმას იტყვით, რომ მას ადრეც ჰქონდა ტელევიზია, ამავე სახელწოდებით, შეგახსენებთ, რომ მაშინდელი მეცხრე არხი იყო აბსოლუტურად უსახური, გაუგებარი და უშინაარსო არხი, მაშინდელ ტელებაზარზე.

ამ ტელევიზიის გაუქმების შემდეგ დაინახა საზოგადოებამ, თუ რა კარგი ჟურნალისტები მუშაობდნენ თურმე „მეცხრე არხზე“. ყველა მათგანმა საკუთარი თავის წარმოჩენა, მხოლოდ „მეცხრე არხის“ დახურვის შემდეგ მოახერხა.

ფაქტია, რომ ივანიშვილი ახშობდა მათ შესაძლებლობებს. იყო კარგად დაფინანსებული, უემოციო არხი, ყოვეგვარი ნიშის, ხიბლის და შარმის გარეშე. როგორც ჩანს ბიძინა მაშინაც და ახლაც, ადამიანებს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევს. რადგან ფულს იხდის, ჰგონია, რომ სამმზარეულოშიც მან უნდა იტრიალოს. მან ან „ჩემმა ეკამ“.

სწორედ, ეს პრობლემა შეიქმნა ბექაურთანაც. ბექაური, რომელიც წელში წყდება, როგორმე მიხვდეს რა სურს "ბიბის", მაინც ვერ აღწევს შედეგს. ერთია რომ ტელევიზია მაყურებლისთვის უინტერესოა, მეორე უბედურება ის რომ, ივანიშვილს ვერ აწონებს თავის შემოქმედებას.

ინციდენტი ბექაურ-ივანიშვილს შორის

რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქმის რისხვა განსაკუთრებულად დაატყდა თავს. მიზეზი 27 მაისი აქციების და ზოგადად, "ბიბინიუსების" არასათანადოდ გაშუქება იყო. ვერ გეტყვით რა არ მოეწონა ოლიგარქს. როგორც ჩანს, ოპერატორებმა ვერ შეძლეს, ჩვენი ხვლიკივით მილიარდერი ცოტა უფრო სოლიდურად წარმოეჩინათ, ალბათ არც ის მოხეხრდა მისი წიკვინი, ქარიზმატული ლიდერის გამოსვლას მიმსგავსებოდა და ჯოხი საბრალო ბექაურზე გადატყდა.

როგორც გარემოცვა ამბობს, ბექაური ოლიგარქმა საშინლად შეურაცხყო. სხვების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბექაურმა ტელევიზიიდან წასვლაც კი გადაწყვიტა და თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა წავიდოდა კიდეც, მაგრამ „ჩემი ეკას“ მიერ ინსპირირებული შემთხვევის განეიტრალება, ბექაურის ეკამ მოახერხა.

ქალბატონმა ბერიძემ დაარწმუნა მეუღლე, რომ დარჩეს ტელევიზიაში, მოითმინოს ექსცენტრიული მილიარდერის გინება, იმიტომ რომ დოლარები შემოდგომაზე დათვალონ. ბექაურსაც ისღა დარჩენია ეკა ბერიძის ბრძანებას დათანხდეს და აიტანოს ოლიგარქის მხრიდან მრავალსართულიანები...

.: რა თქმა უნდა, "პრესა.ჯი"- დაურეკა ბატონ ბექაურს და სთხოვა კომენტარი ამ თემის შესახებ, თუმცა, უცნაური ის იქნებოდა ბიბიტივის დირექტორს ჰყოფნოდა გამბედაობა და ეპასუხა: ივანიშვილმა მაგინა...

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100