სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთში, სკოლებში განლაგდებიან

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზების მშენებლობა ისევ გამალებული ტემპით გრძელდება. 49 წლის ვადით აფხაზეთში ბაზების დატოვების შესახებ ბაღაფშთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, ეს მშენებლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურადაც დააკანონა. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ბაზების მშენებლობა რუსეთს 14 მილიონი რუბლი უჯდება.
დფსდ
ბაღაფშის ბოლოდროინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ დიდი ხარჯები არ არის საჭირო, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არსებული შენობების გადაკეთება ხდება, აშკარა სიცრუეა. ჯერ ერთი, რუსული ბაზების აბსოლუტური უმრავლესობა გალის რაიონის ტერიტორიაზეა განთავსებული. საბჭოთა დროს ამ რეგიონში არანაირი სამხედრო ნაწილი არ არსებობდა. შესაბამისად, არც სამხედრო დანიშნულების შენობები აუშენებია ვინმეს. მხოლოდ სოფელ ფიჩორის ბაზის დანიშნულება, მასშტაბი და მისი მშენებლობისთვის გაწეული ხარჯები ააშკარავებს რუსეთის მიერ ოფიციალურად დასახელებული თანხის, 14 მილიონი რუბლის აშკარა სიმცირეს რეალურად დახარჯულ თანხასთან.
დფსდ
"სოფელი ფიჩორი განმუხურს ესაზღვრება. ის ცნობილი კედელი განმუხურის სანაპიროზე, რომელთანაც მდგარმა პრეზიდენტმა სრულიად სამართლიანად განაცხადა, აქეთ სინათლეა, იქით კი სიბნელეო, სწორედ განმუხურსა და ფიჩორს ჰყოფს ერთმანეთისგან, ხოლო კედლიდან უშუალოდ ფიჩორის ბაზამდე დაახლოებით 2 კილომეტრია. აქედან ხელისგულივით მოჩანს მთელი სანაპირო. როგორც ფიჩორში მცხოვრები ქართველი ამბობს, არაერთხელ უნახავს ბაზის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკზე მდგარი ჯარისკაცები, რომლებიც ზაფხულში ბინოკლით გასცქერიან სანაპიროს და დამსვენებელთა თვალიერებით ერთობიან. "სათვალთვალო კოშკის დასადგომი ფართობი ხომ მცირე ზომისაა, ალბათ, ერთი მეტრი ერთ მეტრზე იქნება, მაგრამ რამდენჯერმე მინახავს იქ მდგარი ორი ჯარისკაცი, რომლებიც ერთმანეთს ბინოკლებს აწვდიდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ და განმუხურის მხარეს იყურებოდნენ. როგორი დისციპლინაა ბაზაზე, ამ ფაქტის მიხედვითაც შეიძლება მსჯელობა", – ამბობს კარლო ჯ.
დფსდ
ფიჩორის ბაზა საზღვაო-სასაზღვრო სანაპირო, ანუ საკონტროლო ბაზაა და აქედან როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო პერიმეტრი კონტროლდება. მისი მშენებლობა 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ადგილობრივ მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ ბაზის ასაშენებლად დიდი ტერიტორია იყო საჭირო, გაკაფეს რამდენიმე ჰექტარი ტყე, რამდენიმე მოსახლე აიძულეს, სახლ-კარი და ნაკვეთი დაეტოვებინათ. მუშახელის სიმცირის, ან სულაც სიზარმაცის გამო, რუსები ბაზაზე შავი სამუშაოს შესრულებას ფიჩორელ მამაკაცებს აიძულებდნენ და სანაცვლოდ გროშებს უხდიდნენ. ბაზის მშენებლობა საბოლოოდ ჯერაც არაა დასრულებული – მართალია, სამხედრო ინფრასტრუქტურას შედარებით სრულყოფილი სახე მიეცა, მაგრამ დასამთავრებელია ოფიცერთა ოჯახების საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომელთა დასრულება ვერ ხერხდება, რადგან გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ სამშენებლო მასალების დროულად მიწოდება ვერ მოახერხა.
დფსდ
ამან რუსებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა დაძაბა და მდგომარეობა მხოლოდ მას შემდეგ გამოსწორდა, რაც საქმეში სერგეი ბაღაფში ჩაერია და წლის ბოლომდე მასალებით ბაზის სრულად უზრუნველყოფის პირობა დადო. არადა, საცხოვრებელი დაახლოებით 60-70 ოჯახზე უნდა იყოს გათვლილი.
დფსდ
მალე შემოდგომაც მიიწურება და რუსები ჩქარობენ, მაგრამ, ეტყობა, ოფიცრების იმ ცოლებს, რომლებიც უკვე ჩავიდნენ ფიჩორში, ზამთრის დასაწყისთან (როგორც მინიმუმ) შეხვედრა კარვებში მოუწევთ. საბოლოო ჯამში, ფიჩორის ბაზა ერთ-ერთი უდიდესი იქნება არამარტო გალის რაიონის, მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ ბაზის შეიარაღებაში სამხედრო ტექნიკის გარდა სამხედრო შვეულმფრენებიც შედის. მათთვის სპეციალური აეროდრომია აშენებული. ფიჩორის სამხედრო ბაზა დაახლოებით 5 ჰა-ზეა გადაჭიმული. სადაც განლაგებულია სამხედრო ტექნიკა: "ბმპ", "ბტრ", ასევე "კამაზისა" და "ურალის" მარკის ავტომანქანები.
დფსდ
ადგილობრივი ქართველები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ფიჩორის საშუალო სკოლის შენობა სულაც რუსებმა მიისაკუთრონ. "რამდენიმე დღის წინ სკოლის ქართველი ეროვნების დირექტორი დაიბარეს, დაწვრილებით გამოჰკითხეს, რამდენი ბავშვი სწავლობდა, რამდენი მასწავლებელი მუშაობდა, ჰქონდა თუ არა სკოლას შეშის მარაგი, ყველა ფანჯარაში იყო თუ არა ჩასმული მინა, რამდენი ღუმელი იდგა და ასე შემდეგ, თან ყველა ამ ცნობას იწერდნენ. დირექტორს შეაპარეს, თუ ზამთრის დადგომამდე კორპუსები ვერ დავამთავრეთ, რამდენიმე ოთახის დათმობას ხომ შეძლებთო. ისინი იმ კორპუსების დამამთავრებლები არ ჩანან და სკოლის შენობას საერთოდ წაგვართმევენ, გაკვირვებულებს უკითხავთ, 37 ბავშვს ამხელა სკოლა რად უნდაო?", – ამბობს კარლო ჯ.
რაც შეეხება გალის რაიონში განლაგებულ ბაზებს, ისინი ფიჩორისას ნამდვილად ჩამოუვარდებიან, თუმცა ყველა მათგანს საკუთარი დანიშნულება აქვს.
სატანკო და ქვეითი დისლოკაციის ადგილს წარმოადგენს ოქუმის ბაზა, მისი დანიშნულება გალის ცენტრიდან საოკუპაციო ზოლთან განლაგებული ბაზების სატანკო, საარტილერიო და ქვეითებით მხარდაჭერაა.
დფსდ
საბერიოს, ლეკუხონასა და ოტობაიას ბაზები, რომლებიც საზღვრისპირას მდებარეობს და საიდანაც ენგურზე გასასვლელი ყველა გზა კონტროლდება, ძირითადად, სასაზღვრო ძალების დისლოკაციის ადგილსა და სასაზღვრო თავდაცვის ადგილს წარმოადგენს. საბერიოში განლაგებული ბაზის ერთ-ერთი მიზანი "ენგურჰესის" გაკონტროლებაა.
დფსდ
ამ ბაზებს შორის მდებარეობს თაგილონის სამხედრო ბაზაც, იგი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა განლაგებული და ქვეითი ჯარების დისლოკაციის ადგილია.
დფსდ
საერთო ჯამში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაახლოებით 25 ათასი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერია. საჭიროების შემთხვევაში, რუსებს, სულ მცირე, დროში მეორე ამდენის Aშეყვანაც შეუძლიათ. `დრონი.ჯი~-ს ინფორმაციით, წლევანდელი სასწავლო სეზონის დაწყებას გალის რაიონის რამდენიმე სოფელში ბევრი ადგილობრივი მოსწავლე ვერ შეძლებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სინოპტიკოსთა მიერ ნავარაუდები ადრე აცივების შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ნახევრად აშენებული ყაზარმებიდან და კარვებიდან სოფლების სკოლებში გადაინაცვლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100