რას შეეწირა აზარაშვილის თანამდებობა და ვინ განიხილება ახალი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე
ირაკლი კობახიძემ მთავრობაში წმენდის მეორე სერია დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ზურაბ აზარაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის ერთგულ კადრად ითვლებოდა, პოსტიდან დილით გაუშვეს.
სავარაუდოდ, აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა, რადგან სწორედ ის ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკურის შენობა მდგრადი არ იყო და დაუყოვნებლივ დანგრევას საჭიროებდა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ აზარაშვილი თანამდებობიდან არავის გადაუყენებია და აცხადებს რომ ის, საკუთარი სურვილით გადადგა.
"ბატონმა მინისტრმა თითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. გუნდში ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და ამის არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკიტხებს ეს არ უკავშირდება. პარალელი აქ არ არსებობს, ნუ შეეცდებით ამას", - ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ახლა ყველა ირაკლი კობახიძის პირველ განმარტებას ელოდება.
ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე პრემიერი უკვე მივიდა, მან მედიას განუცხადა, რომ კომენტარს ღონისძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.
კონფერენციაზე იმყოფებიან მნისტრები, თუმცა მათ ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ღონისძიებას ესწრება "ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძეც, რომელზეც დიდი ხანია ვრცელდება ინფრომაცია, რომ სწორედ ის განიხილება ახალი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე.
თალაკვაძემ "პირველებს" უთხრა, რომ ღონისძიების დასრულებისთანავე მედიასთან დადგენა და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა.
კომენტარი