პაპუაშვილის თქმით, ვინც ფიქრობს, რომ პოლიციას ლავროვის ოჯახის წევრები არ უნდა დაეცვა, ქსენოფობია
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიციას ლავროვის ოჯახის წევრები უნდა დაეცვა.
შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის რიტორიკას აგრძელებს და პირდაპირ ამბობს, რომ თუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციამ არაქართველი მოქალაქე, მათ შორის ოკუპანტი არ უდნა დაიცვას, ის ქსენოფობია.
პოლიციის ამოცანა არის, არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა და ვინმეს თუ ჰქონია, რომ პოლიციამ მარტო ქართველები უნდა დაიცვას და არა ადამიანები... (ოკუპანტები უნდა დაიცვას?) დიახ, ყველა უნდა დაიცვას. ეს პოლიციის ვალდებულებაა. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა ან ეთნიკური ნიშნით ადამიანების არდაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი".- ამბობს პაპუაშვილი.
კომენტარი