რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს - აფეთქებებია კიევშიც
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს რაკეტებით ბომბავს. მათივე ცნობით, აფეთქებების ხმები ისმის კიევში.
„კამიკაძე დრონებით ღამის თავდასხმის შემდეგ, მტერი უკრაინას სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან სხვადასხვა საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტებით უტევს. გარდა ამისა, მაღალია საოკუპაციო ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა“, - ნათქვამია საჰაერო სარდლობის შეტყობინებაში.
დღეს დილიდან, მტერს სარაკეტო იერიშები მიაქვს ხარკოვზეც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა გამოუშვა. ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს ერთერთი ყველაზე მასიური შეტევაა. სამწუხაროდ ოკუპანტებს რაკეტები ჯერ კიდევ შერჩათ და ისინი მზად არიან ეს რაკეტები ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე თუ რამდენი რაკეტა გავანადგურეთ, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა ეფექტურად მოქმედებს. აუცილებელია უკრაინის საჰაერო ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ეფექტურობის გაზრდა, რაც რუსების შანსებს მინიმუმამდე დაიყვანს" აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი იგორ რომენაენკო.
კომენტარი