ნადეპეშნიკარი კობახიძე ოქრუაშვილს მისტირის
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ყოფილი წევრი გიორგი კობახიძე, დღეს, ნინო ბურჯანაძის `დემოკრატიულ მოძრაობაში~ ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა. ედპ დასავლური ორიენტაციის პარტიაა, ბურჯანაძე კი რუსეთის მხარდამჭერ პოლიტიკოსად აღიქმება. შეიცვალა თუ არა პოლიტიკური კურსი გიორგი კობახიძემ და რატომ არის ის ახლა ნინო ბურჯანაძის გვერდით, ამის თაობაზე `დრონი.ჯი~-ს თავად გიორგი კობახიძე ესაუბრა.
"დრონი.ჯი": თქვენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყავით, იმ პარტიისა, რომელიც დასავლური კურსის მტკიცედ გამტარებელია დღემდე. როგორ აღმოჩნდით ბურჯანაძის პარტიაში?
გიორგი კობახიძე: "დემოკრატიული მოძრაობა" არის დასავლური ორიენტაციის ორგანიზაცია, ეს ნიშნავს ღირებულებების ერთგულებას, პატივისცემას და კავშირებსაც. ჩვენ სამივე ეს ფაქტორი გაგვაჩნია. მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, თავისუფალი, განვითარებული სახელმწიფო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლურ ღირებულებებს პატივს ვცემთ. რაც შეეხება რუსეთში ჩვენს ვიზიტებს, ეს არის ჩვენი შორსმჭვრეტელობის და ჩვენი ავტორიტეტის გამოვლინება. ვერ მანახებთ ვერც პოლიტიკაში და ვერც პოლიტიკის მიღმა ადამიანს საქართველოში, ვისაც წარმოუდგენია, რომ საქართველოში ძირითადი პოლიტიკური პრობლემები შეიძლება მოგვარდეს რუსების ნების გარეშე. ვერც ვერავინ მეტყვის, რომ ჩვენ შეიძლება სხვა მეთოდები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ პრობლემები მოვაგვაროთ. ის გზა, რასაც სააკაშვილმა მიმართა, ვითომ ძალისმიერი მეთოდებით საკუთარი ქვეყნის `ღირსების დაცვა~ და ამისთვის ომისდაწყება, იუმორით თუ შეხედავს ადამიანი ამას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კრახით დამთავრდა.
- როკის გვირაბის მეშვეობით რომ რუსეთის ჯარები შემოდიოდნენ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ეს პროვოკაცია რუსებისგან არ მოდიოდა?
- არა მარტო მაისიდან, რუსეთი სხვადასხვა ხელისუფლების გამოწვევას ახდენს ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან. მაგრამ ხელისუფალი უნდა იყოს გონიერი და წაგებულ ომში არ უნდა ჩაერთოს. რუსეთი ყოველთვის არის უფრო მეტი დამნაშავე იმიტომ, რომ ის ჩვენს ტერიტორიაზე იჭრება და ჩვენს ინტერესს ლახავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მოვალეობა ის არის, რომ მან რუსეთს ამის დამატებითი საშუალება არ უნდა მისცეს.
- პუტინთან დიალოგის დროს რატომ არ ახსენებს ბურჯანაძე იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია, 2009 წლის აქციების დროსაც ამაზე არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ განუცხადებია.
- ქალბატონმა ნინომ ბრძანა ტელევიზიით "რუსთავი-2"-ის გადაცემაში, რომ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ არიან განლაგებული და ისინი უნდა გავიდნენ აქედან. სიტყვა `ოკუპანტი~, კორესპონდენტის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მან არ ახსენა და ის რომ მართალი არის, ეს გამოჩნდა, როცა ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სიტყვა "ოკუპანტი", რომელიც საწყის ვარიანტში იყო, ამოიღეს. ამ ყველაფერს ვუპასუხებდი აკაკი მინაშვილისა და გოკა გაბაშვილის ახსნა-განმარტებებით. მათ თქვეს, ეს იმიტომ არ ჩაიწერა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დროს მიუღებლად ჩაითვალაო.Qქალბატონი ნინო დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა მოსკოვში და იგი მასპინძლის მიმართ ვერ გამოიყენებდა იმ სიტყვას, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებში არ არის მისაღები. იგივეა თბილისში, აქაც ამ რეჟიმში ვიმყოფებით, რასაც ჰქვია რუსეთთან დიალოგის რეჟიმი. ენციკლოპედიაში განმარტებულია ოკუპაცია - ჯარის ყოფნა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. როცა ქალბატონმა ნინომ შეაფასა, უფრო მძიმედ აღნიშნა, სიტყვა უკანონო ახსენა.
– გორი დაიბომბა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერო, ახლახან სკანდალური განცხადებით გამოვიდა თქვენი პარტიის ლიდერი. თქვენ გჯერათ ამ განცხადების?
– რუსები საშინლად მოიქცნენ, არა თუ გორი, ცხინვალშიც არ უნდა შესულიყვნენ და როკის გვირაბშიც არ უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ლაპარაკია გორის ცენტრში ძეგლის აფეთქებაზე. თუ რუსებმა არ დაბომბეს, მაშინ ვინ დაბომბა ის ტერიტორია?
_ რატომ არ გადადგა ბურჯანაძე 2007 წლის 7 ნომბერს? იგი გადადგა მხოლოდ მას შემდეგ, როცა სიებში არ ჩაუსვეს თანაგუნდელები.
– თვითონ ქალბატონმა ნინომ უნდა გიპასუხოთ, არა იმიტომ, რომ მე არა მაქვს პასუხი, არამედ მისი უფლებაა ამ კითხვაზე პასუხი. როცა მე მივიღე გადაწყვეტილება, ამ პარტიას შევერთებოდი, ამასაც ვაანალიზებდი, როგორ უნდა მოქცეულიყო არა მარტო ნოემბერში, არამედ იანვარშიც და მარტშიც და შემდგომაც. ჩავთვალე, რომ იქცეოდა სწორად. ის არ უნდა გადამდგარიყო. თუ რატომ, ამაზე გიპასუხებთ, რომ ვერ შევიჭრები მის პრეროგატივაში.
– როგორ დავიჯეროთ, რომ ყველაფერი მოსწონდა, რაც ხელისუფლებაში ხდებოდა, მაგრამ მაინც არ აპროტესტებდა მანამ, სანამ პირადად მას არ შეეხო. რატომ?
კომენტარი