სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დრონი.ჯი-ს ინფორმაცია დადასტურდა

როგორც ვამბობდით და როგორც მოსალოდნელი იყო ,,ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. ალასანიას თქმით, ,,ალიანსში” შემავალი პარტიები ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადადიან და "ალიანსურ" ურთიერთობაში აღარ იქნებიან. ალასანია მიიჩნევს, რომ ,,ალიანსში” შემავალმა პარტიებმა საინტერესო ერთი წელი განვლეს და პირადად მისთვის ეს ერთი წელი დიდი გამოცდილების შემძენი იყო.
,,ჩვენ შევაფასეთ განვლილი ერთი წელი და ის პრობლემები რამაც არჩევნებში მეტი წარმატება ვერ მოგვიტანა. ,,ალიანსის” პოლიტიკური მანქანა ისეთად ვერ ჩამოყალიბდა როგორიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. ალიანსში შემავალმა პარტიებმა საკუთარი პარტიული რესურსის გაძლიერების გადაწყვეტილება მივიღეთ”,- განაცხადა ალასანიამ. აქვე დასძინა, რომ აწ უკვე ყოფილი ალიანსელები ერთმანეთთან კოორდინაციაში იქნებიან, თუმცა არა მჭიდრო ალიანსურ რეჟიმში. შემდეგი არჩევნებისთვის შესაბამისად ეს ოთხი პარტია ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,დრონი ჯი” წერდა, რომ ,,ალინსი” ფაქტობრივად დაშლილი იყო, უბრალოდ ლიდერები ამას ოფიციალურად არ აცხადებდნენ. ,,ალიანსის” დაშლის შესახებ ინფორმაციას ჩვენთან ალიანსელი ზურაბ აბაშიძეც არ ადასტურებდა, თუმცა ,,დრონი ჯი”-ს ინფორმაცია დადასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100