სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ითხოვს გიორგი ახვლედიანი?

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა გიორგი ახვლედიანმა ბრიფინგზე ხელისუფლება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ქამრების მოშვების პოლიტიკა გამოაცხადა და ეს მაშინ, როცა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გამოცხადებიდან დღემდე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არც ერთი მიმართულებით არ შეიმჩნევა.
ქრისტიან-დემოკრატები ზედმეტ ფუფუნებად აფასებენ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების 110 პროცენტით გაზრდას. როცა ქვეყნის ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებში თითოეულში 25 მილიონიდან 55 მილიონ ლარამდე მატებაა გათვალისწინებული.
ქრისტიან-დემოკრატები სთავაზობენ ხელისუფლებას ძალოვანი უწყებების პენსიონერებისთვის პენსიების პრობლემის მოგვარებას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სულ 36 მილიონი ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გაუქმებული შეღავათების აღდგენას 28 მილიონი ლარი დასჭირდება.
ქრისტიან-დემოკრატები მთავრობას ასევე სთავაზობენ სარეზერვო ფონდებიდან დაიხარჯოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 16 მილიონი ლარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100