სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, ალუჩა, აი ალასანია...

ალასანიას ალიანსს, ახალი ჰიმნი ჰქონია, „ალუჩის გამყიდველო, მიწა დასაყრელო“... ტექსტის შემდეგი სტროფები არჩევნებს ეხება. ჰიმნი სამარშრუტო ტაქსებსა და საკოლმეურნეო ბაზრობებზე უკვე გაჰიტდა.
ამას მოწმობს ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკით გავრცელდა. „აი, ალუჩა“, გვეუბნება ხელგაშვერილი ალასანია, სავარაუდოდ იმიტომ, მყიდველს ქლიავში რომ არ აერიოს.
როგორც „დრონი.ჯი“-ს ალიანსიდან მორაკრაკე წყარომ აცნობა, პარტია მუშაობს ახალ სლოგანზეც. სამუშაო ვარიანტები ასეთია: „ჩვენ შევცვლით ალუჩას ქლიავით“ ან „ალუჩა ქლიავი არ არის“. რომელს აირჩევენ, ეს ამ დღეებში გაირკვევა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100