სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარკოტიკებით დაკავებული ბერი - სასულიერო პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 33 წლის სვიმონ ქავთარაძე პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც დიდი ოდენობით, 40 აბ მეტადონზე დანაშაული საკუთარ თავზე მისმა ახლობელმა აიღო.

ბერ-მონაზვნის ნაცვლად დაკავებულ რომან მალანიას გუშინ ზუგდიდის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 10 წლამდე პატიმრობა ელის.

"გამომდინარე იქიდან, რომ მისი წარსული ძალიან დადებითი არის, პიროვნება აღიარებით თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში, შესაბამისად არანაირი საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნას აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობა, არ არის.

მალანია თავისთავად გამოდის უდანაშაულო თუ კი რა თქმა უნდა მამაო ბოლომდე დარჩა ამ პოზიციაზე და შესაბამისად ეს ადამიანი საერთოდ უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან," - განაცხადა ადვოკატმა, ჯიტა გულუამ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 დღის წინ ზუგდიდში მოხდა, ბერ-მონაზონმა ამანათი მეგობარ რომან მალანიას გადასცა და თბილისში წაღება სთხოვა. ადგილზე მალევე პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და დაკავების ოპერაცია დაიწყეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ბერის მეგობარმა, მალანიამ აიღო.

ბერ-მონაზვნის წინააღმდეგ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტომ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100