სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია გაჩეჩილაძე (უცნობი): „ნინო ბურჯანაძეს ქალთა კოლონია ელოდება“

„დრონი.ჯი“ აგრძელებს რუბრიკას – „მარგალიტები“. ამჯერად გთავაზობთ იმ გამონათქვამებს, რომლითაც ანზოროვნას მისი დღევანდელი მოკავშირეები ასწორებდნენ მიწასთან... ლელიკო ჯაფარიძე: ნინო ბურჯანაძე არის ქართველი ქალის სირცხვილი, ქართველი დედის სირცხვილი. მას ადამიანობა საერთოდ არ გააჩნია.
დავით გამყრელიძე: ბურჯანაძე არის ქართული პარლამენტარიზმის შემარცხვენელი და შეურაცხმყოფელი. მას არ გააჩნია სინდისის ნატამალიც კი. მან იკადრა ის, რასაც არცერთი პოლიტიკოსი ქალი არ იკადრებდა და ამ დროს დემოკრატი და ცივილიზებული ევროპული ტიპის პოლიტიკოსად მოაქვს თავი.
თემურ შაშიაშვილი: ნინო ბურჯანაძე არის კორუმპირებული და გახრწნილი კლასის პირმშო. ასეთი ქალბატონი როგორ აგვიშენებს დემოკრატიულ და არაკორუმპირებულ ქვეყანას, იქნებ მითხრას ვინმემ? ბურჯანაძეთა მოდგმა ხალხის ჯიბეებიდან, ანუ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაშია გაწაფული და დიდი ეჭვი მაქვს, ნინოც ღირსეულად გააგრძელებს ამ ოჯახურ ტრადიციას. მისგან სხვა არაფერი გამოვა.
მამუკა კაციტაძე: ნინო ბურჯანაძისათვის პოლიტიკა არის საშუალება, გადაფაროს, ჩაფარცხოს დანაშაულობები, რაც მამამისსა და მის მეუღლეს, მის ნათესავებს ჩაუდენიათ წლების მანძილზე, ჯერ კიდევ 90-ინი წლებიდან. ეგ ცოცხალი თავით არ წავა პოლიტიკიდან, რადგან მომავალში უკვე თავისი დანაშაულობების ჩაფარცხვას შეეცდება.
ვალტერ შურღაია: ნინო ბურჯანაძე არის ცოდვიანი მამის შვილი. მამამისს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ზვიად გამსახურდიას დამხობაში. ჰოდა, შვილიც ცოდვიან გზას გაუყვა და ანგრევს ამ ქვეყანას, ანუ მამის გზას ღირსეულად აგრძელებს.
დავით მაღრაძე: ნინო ბურჯანაძეს ურჩევნია გაასწროს ქვეყნიდან. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ დიდი პოლიტიკოსობა და მიხვედრა იმას არ უნდა, რომ ის მეტ-ნაკლებად, ყველა იმ უბედურებაშია გარეული, რაც ქვეყანაში ხდება. მე რატომღაც მგონია, მეტად და არა - ნაკლებად.
თემურ შაშიაშვილი: ნინო ბურჯანაძე არის შევარდნაძის შვილობილი და ძალიან მიკვირს, რომ პრეზიდენტობა მას არ გადააბარა. არადა, სურვილი დიდი ექნებოდა. 80-იანი წლებიდან პატრონობდა შევარდნაძე ბურჯანაძეებს. ეტყობა, ანზორ ბურჯანაძემ რაღაც ისეთი იცის შევარდნაძეზე, აშანტაჟებს, თორემ, ეს შევარდნაძის სტილი არ არის _ ბურჯანაძისნაირ ჭუჭყიან და გასვრილ ხალხს ის დიდხანს არ იჩერებდა გვერდით. საქმეს გააკეთებინებდა, ამოჰკრავდა პანღურს და გაუშვებდა ან ციხეში, ან შინ - პენსიაზე.
ელიზბარ ჯაველიძე: ნინო ბურჯანაძე არის ტიკინა, თოჯინა და რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებს. ეგ არის ფარისეველი.
ლევან გაჩეჩილაძე: ნინომ დაიმხო ეს ქვეყანა თავზე და ჰგონია, მამამისმა ანზორამ დაუტოვა. კი, აბა, მეტი საქმე არა გვაქვს, ბურჯანაძეებს ვაგლეჯინოთ ეს ქვეყანა. ნინო, წააადი, წააადი, უკვე დროა. რით ვერ გაძღა თქვენი მუცელი.
გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“): ნინო ბურჯანაძე მალე დაახვევს აქედან თავის პარლამენტიანად. არ ვიცი, ეს ქალი ვინ შემოტენა საერთოდ პოლიტიკაში. რაღა დროს შევარდნაძის გამოზრდილი ბარტყებია? ნინოსაც მალე გადმოაგდებენ ბუდიდან და მელა შეჭამს. არადა, როცა ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ნინოს ქალთა კოლონია ელოდება. მე, ახლა ტოლერანტი კაცი ვარ, მორწმუნე და მიმტევებელი, არ მემეტება არცერთი ქალი ციხისთვის, მაგრამ რაც ნინო ბურჯანაძემ დააშავა ამ მოკლე დროში, კაცების მთელი დივიზია იმდენს ვერ იზამდა.
ზვიად ძიძიგური: როცა ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან თბილისში ჩამოეთრა, ბურჯანაძეების მთელი ოჯახი დახვდა აეროპორტში, ხოლო ის პატარა, წითელ ჩოხაში გამოწყობილი ბიჭუნა ყვავილები ტრაპთან რომ მიართვა შევარდნაძეს, იცით, ვინ იყო? პატარა ანზორიკო ბიწაძე, ნინოს შვილი. არსებობს ეს კადრები, ამოსწიეთ, ნახეთ და დარწმუნდებით, რომ ანზორ ბიწაძე იყო შევარდნაძის „მეკვლე“ საქართველოში. იმ ბავშვს რატომღა რევდნენ პოლიტიკაში, ეს მართლა არ მესმის.
რევაზ მიშველაძე: მინდა გულწრფელად ვთხოვო ნინო ბურჯანაძეს: ქალბატონო ნინო, შეელიეთ მარგალიტის ერთ ბეჭედს ან ერთ წყვილ საყურეს, გაყიდეთ „სოტბის“ აუქციონზე, სადაც ადრე შეიძინეთ და გადაარჩინეთ უნივერსიტეტი. მერწმუნეთ, იმ ერთი ბეჭდის საფასურად ათეულობით პროფესორ-მასწავლებელს გადაარჩენთ შიმშილით სიკვდილს, ეს თანხა ამ ხალხს 2-3 წელიწადს ეყოფა და მერე, იქნებ, გამოჩნდეს საშველი! დათო საგანელიძე: ნინო ბურჯანაძე არის თანამდებობის ხამი. მთავარია, ჰქონდეს პოსტი, იყოს ყურადღების ცენტრში და ჰქონდეს რაღაც გავლენა. ეს რომ დაკარგოს, მაგას ნევროზი დაემართება და ისტერიკებს გამართავს. როგორც პოლიტიკოსი, არის ნული, არავინ არაფრად არ აგდებს, ანგარიშს არავინ უწევს პოლიტელიტაში, მაგრამ, აი, ქვემოთ, ელიტის მიღმა რომ პოლიტიკოსები არიან, ისინი ხომ ემორჩილებიან? ეგ არის მაგისთვის მთავარი და დაყენებული სახით კომენტარების გაკეთება ათას სისულელეზე.
კახა კუკავა: ნინო ბურჯანაძემ ისე დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარეობა, რომ გიგა ბოკერიაზე მაღლა ერთხელაც კი ვერ დადგა, ერთხელ ვერ გაიტანა თავისი. აქედანაც ჩანს, რა „თავმჯდომარეც“ იყო.
გოჩა ჯოჯუა: ნინო ბურჯანაძე თუ დროულად წავა პოლიტიკიდან, გადაირჩენს თავს, არადა მას უამრავ დანაშაულზე მოუწევს პასუხისგება. ის დამნაშავეა. თინა ხიდაშელი: ნინო ბურჯანაძე არის კრიმინალი, სახელმწიფო დამნაშავე და ამას როცა უნდა, სადაც უნდა, მაშინ დავუმტკიცებ. მაგრამ რა ვქნა, ვიცი, დებატებში ცოცხალი თავით არ დამიჯდება.
ბაჩუკი ქარდავა: ნინო ბურჯანაძე, სამწუხაროდ, თავის თანამოაზრეებთან ერთად, იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომლებიც რუსულ ტანკებსაც სიამოვნებით შემოუძღვებიან საქართველოში. ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთში, მისი შეხვედრა პუტინთან, ეს იყო სირცხვილი.
ირაკლი წერეთელი: არა, აქამდე რატომ ფიქრობდა ეს ხალხი, რომ ბურჯანაძე დიდი პატრიოტი იყო? რომ იძახის, ჩემი ქმარი იბრძოდა ომშიო, გენერალია მაგის ქმარი და შსს მინისტრის მოადგილე იყო, უნდა შეესრულებინა ის ბრძანება, რაც მინისტრმა გასცა.
სალომე ზურაბიშვილი: ნინო ბურჯანაძის გზა არ არის საქართველოს გზა. ის, რაც მან გააკეთა, რუსეთთან დაჩოქება, არის სირცხვილი. მას შეუძლია რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარიც ითხოვოს და დარჩეს იქ, მაგრამ ამ გზას ნუ გვახვევს თავზე. რუსული გზა და ეს პოლიტიკა მიუღებელია ჩვენთვის. ნოღაიდელსაც შეუძლია დარჩეს რუსეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100