"20 ივნისის აქციის დარბევისას ესროლეს რეზინის ტყვია, რომელმაც ტვინი დაუზიანა. ორი ოპერაციის მერე ახლა კომაშია... დათოს სისხლი თქვენ ხელზეა"
აი, რას წერენ აქციის დღეს დაშავებული დავით ფარადაშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში:
"დათო ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელია, თითქმის ერთად გავიზარდეთ,
ხშირად ვთამაშობდით უბანში, მის სახლში, უპატიოსნესი ბიჭი, მშრომელი,
კეთილი, ლაღი, მთელი ცხოვრება ყვავილებზე ზრუნავს. პოლიტიკიდან შორს იყო.
მისგან ძალადობა გამორიცხულია. მიხაროდა, რომ შევხვდებოდი და ასეთი კარგი
ადამიანი დამდგარიყო.20 ივნისის აქციის დარბევისას ესროლეს რეზინის ტყვია, რომელმაც ტვინი დაუზიანა. ორი ოპერაციის მერე ახლა კომაშია.
ვინც დათოს ეს დამართა, ამ ქვეყნის ახალაზრდობის, მომავლის, ადამიანობის მტერია. მან უდიდესი ცოდვა ჩაიდინა ღვთისა და დავითის მეგობრების, ოჯახის წინაშე.
დათოს სისხლი თქვენ ხელზეა და თქვენ უნდა პასუხი აგოთ კანონის წინაშე!"
"კიდევ ერთხელ ვამბობ!!! არ შეგრჩებათ ეს დღე ჯალათებო!!! არ შეგრჩებათ ეს სისასტიკე!!!!
ეს დავით ფარადაშვილია, ჩემი ბიძა, ფლორისტი, მოგზაური და ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარული ადამიანი. მე სტამბულში ვარ და ახლა გავიგე რომ რეანიმაციაშია, მძიმე მდგომარეობაში თავში მოხვედრილი ტყვიის გამო. ბრაზი მახრჩობს და არ ვიცი რა ვუყო ამ საშინელ გრძნობას!!! გაძლიერდი, დათო ყველაფერი კარგად იქნება"

კომენტარი