სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გამორიცხულია, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ მისი ბიზნესი არ დააზარალოს" - იაგო ხვიჩია

თი-ბი-სი ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურად მოტივირებულ დავას საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. აშკარა გახდა რომ ბანკსა და მის დამფუძნებლებს ბიძინა ივანიშვილი ებრძვის პირადი, მერკანტილური მოტივით. დღეს კი, საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ედავებიან არა თი-ბი-სი ბანკს, არამედ აქციონერებს. ანუ მათ ვინც 27 წლიანი წარმატების ბიზნეს-ისტორია დაწერა.

 დრონი.ჯი დაუკავშირდა გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ ფიქრობს, რომ პრემიერის მხრიდან ხაზარაძის საქმის თი-ბი-სი ბანკისგან გამოყოფას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ეს ყველა შემთხვევაში დააზარალებს ბიზნესს:

 - თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შედის თი-ბი-სი ბანკთან დაწყებული დავა?

- თი-ბი-სი ბანკთან დაწყებული დავა არავის ინტერესებში არ შედის, თუ რაციონალურ ინტერესებზეა საუბარი. ისე, ზოგადად, თი-ბი-სის დამფუძნებლის წვალება ვის უნდა, მაგაზე საუბარი მკითხაობაა, თუმცა ეს აზრი არსებობს.

- არის თუ არა თი-ბი-სი ბანკისთვიუს ზიანის მომტანი პოლიტიკურად მოტივირებული აღნიშნული გამოძიება? რადგან, დღეს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ედავებიან მამუკა ხაზარაძეს და არა კონკრეტულად მის ბიზნესს...

- როგორ შეიძლება ბანკისთვის სასარგებლო იყოს მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, გამორიცხულია, რომ ეს ყოველივე უარყოფითად არ შეეხოს მის ბიზნესს, როცა მამუკა ხაზარაძე ასოცირდება სწორედ თი-ბი-სი ბანკთან?!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100