დავითაშვილი ძიძიგურს „პრაიმერის“ შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს?
ოპოზიციური სპექტრი მარტივ-მამრავლებად დაიშალა და თბილისის მერის არჩევნებს ყველა თავისი კანდიდატით ხვდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია არჩევნებს ერთიანი კანდიდატით ვერ შეხვდება.
ოპოზიციური ძალების გზები საბოლოოდ გაიყო და სოზარ სუბარის და ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივით დაწყებულმა კონსულტაციებმა, რომელიც ოპოზიციის გამარჯვების ფორმულას გულისხმობდა, ჩაილურის წყალი დალია.
შეხვედრები შეხვედრებისთვის დარჩა და ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა. ვერც ე.წ. პრაიმერისტებმა „დაავერბოვკეს“ ალასანია და ვერც „ალიანსმა“ გადაქაჩა პრაიმერისტები თავისკენ. ერთ მხარეს „ალიანსი“ დარჩა თავისი ე.წ. ყველაზე რეიტინგული კანდიდატით და მეორე მხარეს კი - ნოღაიდელის გუნდი. პრაიმერი ჩატარდა და მერობის კიდევ ერთი კანდიდატი გამოვლინდა.
9 აპრილს ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში ეროვნული საბჭოს ყრილობა გაიმართა, სადაც პრაიმერის შედეგები გახდა ცნობილი. დარბაზი, რომელიც 6 000 ადამიანს იტევს, ხალხით გადაჭედილი სულაც არ ყოფილა და მეტიც, ძირითადად დარბაზს პრაიმერისტების აქტივისტები ავსებდნენ.
ყრილობას კახა კუკავა უძღვებოდა, ლიდერების სიტყვით გამოსვლამდე კუკავამ იქ შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, სულ რამდენიმე წუთით ეკრანზე გაეხსენებინათ 90-91 წლების გაუტეხელი თბილისი, როდესაც რუსთაველის გამზირზე სამფეროვანი დროშები ფრიალებდა და შავლეგო ისმოდა. ამ კადრების დასრულების შემდეგ დარბაზში ტაში და შეძახილები გაისმა.
„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყოთ. გუშინ პრაიმერი დასრულდა და მთავარი საკითხი პრაიმერის შედეგების გამოცხადება იქნება, მაგრამ, იმავდროულად ეს ბრძოლა ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად და სამოქმედო გეგმის საკითხებთან დაკავშირებით პირველი სიტყვა მინდა გადავცე ეროვნული საბჭოს შტაბის ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ ნოღაიდელს“, - დასძინა კუკავამ (პირველი სიტყვა ზურაბ ნოღაიდელს ერგო, რა შთამბეჭდავია, ისე ნოღაიდელი რომ არის ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ამ ბანდის ატამანი, მგონი, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა).
ყოფილი პრემიერი ტრიბუნაზე გაბადრული სახით ავიდა და დარბაზში თავმოყრილი საზოგადოების „დაბოლება“ დაიწყო.
„ჩვენ აქ სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს შევიკრიბეთ, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას გიხდით. 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. დღეს, თითქოსდა ეს ოცნება აგვიხდა, მაგრამ ჩვენ 21 წლისთავზე ვხედავთ საქართველოს, რომელზეც არ გვიოცნებია, რადგან საქართველო დანგრეულია (ახლაღა, დაინახა ექსპრემიერმა, რომ საქართველო დანგრეულია? საინტერესოა, მისი პრემიერობის პერიოდში საქართველო დანგრეული არ იყო და ახლა დაინგრა, რაც მან ოპოზიციის მანტია მოისხა, თუ მაშინ მას ეს სრულებითაც არ აინტერესებდა, ან ვერ ამჩნევდა, რადგან თავისი ჯიბის გასქელებით და, როგორც ამბობენ, ბიუჯეტიდან ფულის პარვით იყო დაკავებული), ჩვენს ოჯახებში არ არის კეთილდღეობა და ხალხი გაჭირვებულია“, - აღნიშნა ნოღაიდელმა (ნუთუ თქვენს ოჯახშიც არ არის კეთილდღეობა და ლუკმაპური გენატრებათ, ბატონო ზურაბ?).
„ჩვენ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ საქართველოს 20 წლის სურვილები ავასრულოთ, შევინარჩუნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველო გავაერთიანოთ (როგორ აპირებთ საქართველოს გაერთიანებას? კრემლში სირბილით და იმ პუტინთან ხელშეკრულებების გაფორმებით, რომლის დამპყრობლური პოლიტიკის გამოც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია?).
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები, საქართველოს დავუბრუნოთ გაერთიანების შანსი და რუსეთთან ურთიერთობა წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე უნდა აღვადგინოთ“, - დასძინა ნოღაიდელმა (აწ უკვე მერამდენედ გვასმენინებს დაღლილი ვირი დაზეპირებულ ტექსტებს).
ნოღაიდელის თქმით, „ეროვნული საბჭო“ მძლავრ და აგრესიულ საარჩევნო კამპანიას იწყებს. 2010 წელი უნდა გახდეს საქართველოს გამარჯვების წელი. აი, ამ სიტყვებით დაასრულა კრემლის ფავორიტმა გამოსვლა და კობა დავითაშვილს გაცისკროვნებული სახით მიუჯდა.
ლიდერების ხმაურიანი გამოსვლები ნამდვილად არ აკლდა იქაურობას. ხალხიც, ზოგი კმაყოფილი სახით ტაშს უკრავდა მათ ბაქი-ბუქს, ზოგიც კი ცინიკური სახით გადახედავდა ერთმანეთს და გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე:
„ნეტავ რისი იმედი აქვთ?!“ ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ „ეროვნული საბჭო“ ის ძალაა, რომლისაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია. აი, დადგა ნანატრი დროც და პრაიმერის შედეგები ამცნეს ხალხს.

თბილისის მერის არჩევნებში პრაიმერისტების კანდიდატი - ზვიად ძიძიგური, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე კობა დავითაშვილი იქნება. ამას ტაში მოჰყვა. დავითაშვილმა და ძიძიგურმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რის შემდეგაც ტრიბუნაზე დავითაშვილი აგორდა.
„ზვიადს ვულოცავ ამ წარმატებას და ვუსურვებ უდიდეს გამარჯვებას“, - დავითაშვილმა ძიძიგურს გამარჯვება ბედნიერი სახით მიულოცა (არადა, ოცნებობდა თავად ყოფილიყო გამარჯვებული.).
„დრონი. ჯი“-ის ინფორმაციით, ხალხის პარტიაში იმასაც კი ამბობენ: „კონსერვატორებმა“ ხმები მოგვპარეს, ჩუღურეთში გამოკითხვა გაგვიყალბეს, ჩუღურეთში მოუგო კობამ პირწმინდად ძიძიგურსო. ბოლოს კი ტრიბუნა პრაიმერისტების რჩეულმა, ძიძიგურმა მოირგო.
„პრაიმერში მე კი არა, არამედ „ეროვნულმა საბჭომ“ გაიმარჯვა, - აღნიშნა ძიძიგურმა, - ჩვენ გვეუნებიან, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არა ჰყავს და როგორ გაიმარჯვებთო, არადა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჰყოლოდა, ვინც შეძლო გადაებიჯებინა თავის ამბიციაზე, გადააბიჯა, ვინც ვერ შეძლო, იმათ ღმერთმა ხელი მოუმართოს“ (აქ, ალბათ, „ალიანსს“ გულისხმობდა, თუმცა ეგ კიდევ საკითხავია, ვინ ვერ დათმო ამბიციები ან სხვა რამ?A„ალიანსმა“ თუ მათ, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა).
ძიძიგურის აზრით, ეროვნული საბჭო ის ძალაა, რომელსაც ხელისუფლება გააფთრებით ებრძვის. მისი თქმით, მხოლოდ მათ გაბედეს ღიად ეთქვათ ის, რაზეც ბევრი ოპოზიციური ძალა ფიქრობს და ვერ ბედავს ამ პოზიციის დაფიქსირებას (მოკლედ, ოპოზიციური სპექტრი ჩრდილოეთით ყოფილა მოხიბლული და არ გვცოდნია). ძიძიგური მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ი მხარს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას უჭერს (რაზე დაყრდნობით აღნიშნავს ამას, საკითხავია, რომელ 80%-ს გულისხმობს?).
„უკომპრომისო, უშეღავათო ბრძოლა დაგვირგვინდება გამარჯვებით, სააკაშვილის დღეები დათვლილია (ისევ ნაცნობი ტექსტები, ოპოზიცია, რაც თავი გვახსოვს, ამას იმეორებს, მიშა კი კვლავ პრეზიდენტია). ხშირად გვეკითხებიან, რისი იმედი გაქვთო, ჩვენ კი ვპასუხობთ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის. `მაღლა ღმერთი, დაბლა ხალხი“ - აი, ჩვენი გამარჯვების ფორმულა“, - დასძინა ძიძიგურმა (იმ ხალხის იმედი გაქვთ, რომელიც არაერთხელ გადააგდეთ და პირში ჩალაგამოვლებული დატოვეთ?).
ძიძიგური ამბობს, რომ სააკაშვილის დღეები დათვლილია, ის ამას ადრეც აღნიშნავდა, თუმცა მაშინ სხვა ვითარება იყო. „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ნოღაიდელი მათ სააკაშვილის დამხობას შეჰპირდა და სწორედ ამიტომაც მოხდა მათი პოლიტიკური ქორწინება.
წყაროს მტკიცებით, ნოღაიდელის გუნდი აჯანყებისთვის ემზადება. რევოლუციური გზაა ამ გუნდის ამოცანა, გამარჯვება არჩევნებზე არ არის გათვლილიო. წყარო იმასაც გვიყვება, რომ საჭიროა აგრესიული ლიდერი და იმიტომ შეირჩა ძიძიგური და არა დავითაშვილიო. არც ის არის გამორიცხული, რომ საბაბი თუ მიეცათ, არჩევნებამდე აჯანყდნენო, ნოღაიდელი პუტინის ფულით ხალხს მოისყიდის და ქუჩაში გამოიყვანსო, ირწმუნება წყარო. წყარო ალასანიასაც გადასწვდა და გვითხრა, რომ, ხვდება, ყველანაირი რესურსი ამოწურა, მასზე ფსონს აღარ დებენ და აშშ-ში დაწანწალებს და თავს სთავაზობს, ეხვეწება, არ დამტოვოთ პროცესებს მიღმაო.
დარბაზში საინტერესო საუბარსაც მოვკარით ყური, აქტივისტები საუბრობდნენ ერთმანეთში: „ნოღაიდელი მათი დირექტორი გახდება, რადგან ის არის საბჭოს ხერხემალი და მისი მილიონებით იკვებება საბჭოო. არის აქ რაღაც ჭეშმარიტება: „ვინც იხდის, მუსიკას ხომ ის უკვეთავს“.

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი