სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰაერის დაბინძურების 80 პროცენტი ტრანსპორტზე მოდის

პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე: „ერთი ავტომობილი, რომლის ძრავი არ არის წესრიგში და გადაადგილდება, უდრის ათას ტრანსპორტს, რომლის ძრავიც წერიგშია და გადაადგილდება.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის გამგე ზურაბ სეფერთელაძე ჰაერის დაბინძურების ძირითად მიზეზებზე საუბრობს. აცხადებს, რომ ძირითადი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია. მისი მტკიცებით, ტრანსპორტის რაოდენობამ ქალაქში იმატა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მეორადი ტრანსპორტი, რაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს. „ჰაერის დაბინძურების 80% მოდის ტრანსპორტზე. ერთი ავტომობილი, რომლის ძრავი არ არის წესრიგში და გადაადგილდება, უდრის ათას ტრანსპორტს, რომლის ძრავიც წერიგშია და გადაადგილდება,“ - აცხადებს ზურაბ სეფერთელაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის მნიშვნელობაზეც საუბრობს: „არის თბილისში უბნები, სადაც მეტად შეინიშნება მავნე გამონაბოლქვი. ადამიანს იქ გაჩერებაც არ შეუძლია. მაგალითად, გმირთა მოედანი. ყველა მხრიდან დატვირთული მოძრაობაა და არ ნიავდება. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი შენობაა, არის ინტენსიური მშენებლობებიც. ასეთი ადგილები ცხელი წერტილების სახელითაა ცნობილი. აქ, სხვა ტერიტორიებთან შედარებით, ტემპერატურაც კი განსხვავებულია და 6-7 გრადუსით მეტია.“

ზურაბ სეფერთელაძე მიიჩნევს, რომ სიტუაციას, ნაწილობრივ, გამოასწორებს ავტოპარკის განახლება და ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100