მაიკლ დუგლასის ოჯახში მატებაა
ჰოლივუდის მსახიობის მაიკლ დუგლასის ოჯახში მატებაა - ის 73 წლის ასაკში პირველად გახდა ბაბუა. მაიკლის პირველ ვაჟს წინა ქორწინებიდან ქემერონს შვილი შეეძინა. ამის შესახებ თავად ახალბედა მამამ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე აუწყა მეგობრებს პატარას დაბადება:
„დღეს სასწაულის მომსწრე გავხდი, როდესაც ჩემი გოგონა მოევლინა ქვეყანას ჩემი მშვენიერი ამაზონის წყალობით. მე ძალიან ვამაყობ შენით და მიყვარხარ“ - წერს ქემერონი სოციალურ ქსელში.
კომენტარი