გუბაზ სანიკიძე: „ჩვენ „ალიანსის“ თხოვნას არ გავითვალისწინებთ“
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, რუსეთი ქართულ ოპოზიციაში შეძლებს ისეთი დასაყრდენის მოძებნას, რომელიც მათ ხელისუფლების დამხობაში დაეხმარება. „არ ვიცი, ნოღაიდელი მოძებნეს თუ ნოღაიდელია ასეთი მოძებნილი, მაგრამ საქართველოში ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მთლიანად გაყიდიან და ჩააბარებენ რუსეთს, რამდენიც გინდა იმდენია და თუ ნოღაიდელი მართლაც შეკრულია რუსებთან, მაშინ გამზადებულია სერგო ორჯონიკიძეობისთვის“, – დასძინა „დრონი.ჯი“-თან საუბრისას სანიკიძემ.
„დრონი.ჯი“: ბატონო გუბაზ, ოპოზიციური სპექტრი ადგილობრივ არჩევნებს დაქსაქსულად ხვდება, რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება და არჩევნებში გამარჯვების რა შანსი აქვს დაქსაქსულ ოპოზიციას?
გუბაზ სანიკიძე: ოპოზიციის ასეთი საქციელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. სამწუხაროდ, ოპოზიციურ სპექტრში დღეს დიდი გაუგებრობაა და ჩვენ ამას მოველოდით კიდეც. ოპოზიციამ ამ შიდა განსხვავებული მოსაზრებების სააშკარაოზე გამოტანა თავიდან ვერ აიცილა, არადა ეს ყველაფერი სააშკარაოზე არ უნდა გამოეტანათ.
სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვი გამართლდა და იმ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, საერთო ფრონტით გამოსვლა ამ არჩევნებში ვერ მოახერხეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესების მიღმა ვდგავართ, ამ საკითხებში არც ღიად და არც ფარულად არ ვმონაწილეობთ. საუბედუროდ, ჩვენი პროგნოზი შეიძლება ისევ გამართლდეს. მე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მინდა, რომ ჩვენ რაღაც-რაღაცებს ხელი შევუწყოთ, ანუ ცუდ პროცესებს. თუ ჩვენი მკითხველი მახვილი თვალით დაუკვირდება, დაინახავს, რომ `ფორუმი~ ასეთ საკითხებში თავისი პოზიციის დაფიქსირებას მაქსიმალურად ერიდება. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ პოზიცია არა გვაქვს, უბრალოდ, მაქსიმალურად ვცდილობთ ოპოზიციურ მეგობრებს ხელი არ შევუშალოთ.
– კუკავას თქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია ერთიან კანდიდატს ვერ წარადგენს, მაშინ ხელისუფლებას გამარჯვება გარანტირებული აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთიან კანდიდატზე მაინც ვერ თანხმდებიან, რა ხდება?
– ჩემთვისაც გაუგებარია, ისევე როგორც თქვენთვის, ოპოზიციის ქმედებები. ჩემთვის დღემდე ამოუცნობია, როგორ შეიძლება წაგებულ საქმეში წახვიდე. ეს არ არის არც გმირობა, არც კამიკაძეობა და არც შაჰიდობა. როგორც ჩანს, ოპოზიციამ გადაწყვიტა, პოლიტიკური შაჰიდიზმი ჩაიდინოს. უფრო სწორად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა და ჩემთვის ეს ნამდვილად გაუგებარი და სამწუხაროა.
– შესაძლოა „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს და ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად დაასახელოსო, უნდა დააყენოს თუ არა გაჩეჩილაძემ თავისი კანდიდატურა, რამდენად მისაღებია მისი კანდიდატურა ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის?
– ალბათ, დააყენებს კიდეც ლევან გაჩეჩილაძე თავის კანდიდატურას. მისი კანდიდატურა რამდენად მისაღებია ხალხისთვის, არ ვიცი, ეს საზოგადოების იმ ნაწილს უნდა ჰკითხოთ, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებს. ვიმეორებ, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თავი ავარიდოთ კომენტარებს და შეფასებებს, რადგან შემდეგ ხშირად გვინახავს, რომ საკუთარ წარუმატებლობებს ხანდახან სხვას გადააბრალებენ ხოლმე. ამიტომ „ფორუმი“ ამ საკითხებში მაქსიმალურად კორექტულია და იქნება კიდეც.
– და მაინც, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები ოპოზიციურ სპექტრში, დაუპირისპირდება თუ არა გაჩეჩილაძე ალასანიას, მან განაცხადა, „ალიანსმა“ თავის გზას მიხედოსო...
– არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია, რომლის შეფასებისგან თავს შევიკავებ. რადგან არჩევნებში არ ვმონაწილეობ, მე მგონი, მორალური უფლება არა მაქვს, ჩემს მეგობრებს ჭკუა დავარიგო.
– ალასანიას ბოლოდროინდელი ქმედებები მაინც შეაფასეთ, მას მერყევი პოლიტიკოსიც კი უწოდეს... „ალიანსის“ თხოვნას, იმ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, ალასანიას დაუჭირონ მხარი, გაითვალისწინებთ?
– შეფასებისგან თავს შევიკავებ. არჩევნებში არმონაწილეობა მარტო ფიზიკურ არმონაწილეობას არ ნიშნავს. „ფორუმი“ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალების შიდა გარჩევებში არ უნდა ჩაერიოს, თუმცა მათი შიდა გარჩევები სამწუხარო ფაქტია. რაც შეეხება „ალიანსის“ თხოვნას, ჩვენ `ალიანსის~ თხოვნას არ გავითვალისწინებთ.
– როგორ ფიქრობთ, შეძლებს ოპოზიცია არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებას და ოპოზიციიდან რომელი კანდიდატია თქვენთვის მისაღები?
– ერთს გეტყვით, თუ ასე გააგრძელა ოპოზიციამ, შეიძლება საპრიზო ადგილებიც ვერ აიღოს ამ არჩევნებში. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენთვის არც ერთი კანდიდატი არ არის მისაღები, რადგან თვითონ ეს არჩევნებია მიუღებელი. ეს არჩევნები არის სააკაშვილის ხელისუფლების მორიგი გაპრავება, ამიტომ აქ პერსონებს მნიშვნელობა აღარა აქვს. პრობლემა ხელისუფლებაში კი არ არის, არამედ ოპოზიციის უპრინციპობაშია. დიახ, უპრინციპო ოპოზიცია ჰყავს ამ ქვეყანას, უფრო სწორად, ოპოზიციის დიდი ნაწილია უპრინციპო.
– ქართული ოპოზიციური სპექტრიდან რუსეთში ჩამსვლელთა რიცხვი იზრდება, აგერ უკვე ძიძიგურიც აპირებს უახლოეს მომავალში კრემლში სტუმრობას, ეს რამდენად მართებული და მისაღებია?
– ძიძიგური ასე თვლის საჭიროდ და ეს მისი ნებაა. სხვათა შორის, ზვიადის მოსკოვში წასვლა უფრო გამართლებულად მიმაჩნია, ვიდრე ნოღაიდელის. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი მოსალოდნელი იყო და ეს პროცესი დაწყებულიც გახლდათ.
ცხადია, ქვეყანაში უკვე ანტიამერიკული განწყობებია, განსაკუთრებით აგვისტოს შემდეგ, როცა ზედმეტი ილუზიები არსებობდა, რომ ამერიკა დაგვეხმარებოდა და თავის ჯარს შემოიყვანდა, ან მოსკოვს ავიაციით დაბომბავდა.
ერთი რამის თქმა მინდა – ქართულ საზოგადოებას სჭირს პოლიტიკური ფლუგერიზმი. ფლუგერი არის ხელსაწყო, რომლითაც ისინჯება ქარის მიმართულება. ქარი საითკენაც დაუბერავს, ეს ფლუგერიც იქითკენ მიბრუნდება. აგვისტომდე უკითხავად მივრბოდით ნატოში, ახლა, კიდევ მოდაში არის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა. ძალიან პირობითია ეს, უკვე გუშინდელი პროდასავლელები დღეს რუსეთის აპოლოგეტები არიან. დასავლეთში ვერაფერი ნახეს და ახლა რუსეთში ეძებენ. დარწმუნებული ვარ, იქაც ბევრს ვერაფერს მიაგნებენ.

– კობა დავითაშვილმა – ნატოზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილიო, ძიძიგურმა კი განაცხადა, ნატოში შესვლაზე დროებით უარი ვთქვათო...
– იცით, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს დროებით უარის თქმა. ან ამბობ უარს, ან არ ამბობ, ხომ? როგორც ჩანს, ჩვენ, ქართველ ხალხს, ეროვნული ღირსების პრობლემა გვაქვს.
– რატომ დადიან ოპოზიციის წარმომადგენლები კრემლში, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ხომ ხელისუფლებას ხელეწიფება, ერთ-ერთი ვერსიით, ეს ოპოზიციონერები მოსკოვს საკუთარ თავს სთავაზობენ.
– ოპოზიცია რუსეთში სულ ტყუილად დადის. რა თქმა უნდა, ოპოზიცია სთავაზობს საკუთარ თავს რუსეთს, შეიძლება ასე შევაფასოთ. აი, ეს ცუდია თუ კარგია, ცალკე თემაა. იცით, როდესაც რამე გამოგივა, შეიძლება დიდი პატრიოტი გამოხვიდე და თუ არ გამოგივა, მოღალატედ შეირაცხები. მე მოსკოვში მოსიარულე ადამიანებთან პიროვნული პრეტენზია მაქვს. ამ ადამიანების მამულიშვილობის და პატრიოტიზმის არ მჯერა, რადგან მათ კარგი საქმე არასდროს გაუკეთებიათ და ჩემთვის გაუგებარია, ახლა რატომ უნდა გააკეთონ კარგი საქმე. თორემ ვიღაც უნდა წავიდეს და უნდა დაელაპარაკოს რუსებს, ისე ამას მაინცდამაინც დიდი შედეგი არ მოჰყვება.
– ნოღაიდელზე რა აზრის ხართ, მას მოღალატესაც კი უწოდებენ, „კონსერვატორები“ და „ხალხის პარტია“ მის გვერდით რატომ დადგა?
– ნოღაიდელის პერსონასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი განწყობა მაქვს, რადგან მას ძალიან ცუდი საქმეები აქვს საქართველოში ნაკეთები.
რაც შეეხება „კონსერვატორების“ მასთან დაახლოებას, არ ვიცი ეს რატომ მოხდა. ეს „კონსერვატორებს“ უნდა ჰკითხოთ, მე ვერ გამოვიცნობ ამას. ბავშვები არა ვართ და არჩევანს ყველა თავად აკეთებს. ზვიად ძიძიგური რომ პატრიოტი კაცია, ამაში ეჭვი არ მეპარება.
– ბურჯანაძემ განაცხადა: „მე ვარ ის პოლიტიკოსი, რომელიც მისაღებია ყველა მხარისთვის, რადგან პროქართული ძალა ვარ“. როგორ შეაფასებთ მის ნათქვამს?
– პროქართულობა, როგორც ჩანს, წინ აქვს ქალბატონ ნინოს, იმიტომ რომ აქამდე მისი პროქართულობა ვერავინ ამოიცნო. როგორც ჩანს, პერსპექტივაში ფიქრობს ამას და მივესალმები, თუ ასე ფიქრობს, მაგრამ მის პოლიტიკურ ბიოგრაფიებს თუ გავითვალისწინებთ, ცოტა სუსტად არიან ამ საქმეში ბურჯანაძე და იგივე ნოღაიდელი. მათი პროქართულობა მე ვერ ამოვიცანი და ახლა ვინმემ სიზმარში თუ ნახა, ეს უკვე სხვა საქმეა.
– ოპოზიციის ერთი ნაწილი აქციებისთვის ემზადება, „ალიანსმა“ მათი „ჭექა-ქუხილის“ იდეა არ მოიწონა, „ჭექა-ქუხილს“ თქვენ თუ შეუერთდებით?
– რაც შეეხება ჭექა-ქუხილს, ჩვენ „ჭექა-ქუხილის იდეას“ არ შევუერთდებით, ჩვენ შევუერთდებით „სეტყვას“. „ფორუმი“ სხვის დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდება. რასაც დაგეგმავს და გადაწყვეტს „ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო, ისე იქნება. ჩვენ არავის დაძახილზე და არავის შეკვეთილ პურ-მარილებზე სიარულს აღარ ვაპირებთ.
– თქვენ ჭადრაკის სასახლეში ე.წ. პრაიმერისტების მიპატიჟება არ მიიღეთ და ნოღაიდელთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებებითაც კი გამოხვედით, რის შემდეგაც ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან ძიძიგურმა ყველა იმ პარტიას, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ნერვების დამშვიდება და მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.
– ნერვების დაწყნარება? სხვათა შორის, საკმაოდ მშვიდი ნერვები მაქვს და მშვიდად და პრინციპულად ვაკვირდები ყველას. ოღონდ ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ მათი გადაწყვეტილებები იქნება რევიზირებული ქართული საზოგადოების მიერ და ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა.
– შეძლებს რუსეთი ოპოზიციაში ისეთი დასაყრდენის მოძებნას, რომ ხელისუფლების დამხობაში გამოიყენოს და ნოღაიდელის განცხადებას, რუსულ ტანკებსაც გამოვიყენებ სააკაშვილის შესაცვლელადო, როგორ აფასებთ?
– რა თქმა უნდა, ასეთ დასაყრდენს მოძებნის, რა პრობლემაა. საქართველოში რა დალევს ასეთ ხალხს. არ ვიცი, ნოღაიდელი მოძებნეს თუ ნოღაიდელია ასეთი მოძებნილი, ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოში ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას მთლიანად გაყიდიან და ჩააბარებენ, რამდენიც გინდა იმდენია.
მე მაქვს პრობლემა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც 1995 წლიდან პოლიტიკური ინსინუაციებით ხან ხელისუფლებაში, ხანაც კი ოპოზიციაშია. სინამდვილეში კი ერთი ნაგავია. აი, ჩემი ამოცანა არის, ეს ნაგავი გავიტანოთ ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება ნოღაიდელის ფიგურას, აქ ორი ვარიანტია: ან მართლა რუსებთანაა შეკრული და გამზადებულია სერგო ორჯონიკიძეობისთვის, ან ხელისუფლებასთანაა შეკრული. ორივე ვარიანტში ნოღაიდელი ცუდ როლს თამაშობს.

კომენტარი