საქართველოს მოქალაქემ ბაქოში თავი ჩამოიხრჩო
საქართველოს მოქალაქემ, 30 წლის რამიზ ბაირამოვმა თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაირამოვმა თავი ბაქოში საკუთარი სახლის აივანზე ჩამოიხრჩო. ფაქტზე "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი