სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეთრიწყაროში ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა

თეთრიწყაროში ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა.

შემთხვევა 10 ივლისს ღამით სოფელ ხაიშში მოხდა. მამაკაცის მკვლელობის მიზეზი იყო ის, რომ ის ქალს გამოესარჩლა.

მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და 11-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100