სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ტიმოშენკოს საქმის არსებითი განხილვა იწყება

კიევში დღეს იწყება ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საქმის არსებითი განხილვა. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. იუწყებიან, რომ რაიონული სასამართლოს შენობასთან ბრალდებულის ასობით მხარდამჭერი და მოწინააღმდეგეა შეკრებილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. გამომძიებელთა აზრით, 2009 წელს ტიმოშენკომ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხელი მოაწერა უკრაინისთვის არახელსაყრელ კონტრაქტებს რუსეთთან. რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტებით უკრაინამ 200 მილიონი დოლარით იზარალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო პროცესს ”პოლიტიკურ ოპონენტთან ანგარიშსწორებად” აფასებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100