ასე უნდა გააკეთო, თუ გინდა EX-შეყვარებული დაივიწყოთ
იმისათვის, რომ დაივიწყოთ ურთიერთობები თქვენ EX-თან მნიშვნელოვანია განაწყოთ თავი პოზიტიური ცვლილებებისთვის. რათქმაუნდა საჭიროა დრო, ასევე რაღაც ძალისხმევები, გახსოვდეთ ცხოვრება არ ჩერდება ერთ ადგილზე და ის განარგძობს სვლას. საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ცუდია წარსულში ჩარჩენა, ასევე ოცნება იმ დროზე და იმ ადგილზე სადაც არ მიგიღეს
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ იტიროთ იმდენი რამდენსაც სული და გული მოგთხოვთ. შეგიძლიათ შეიცოდოთ თავი და იყვიროთ. ცრემლები ამ შემთხვევაში არის კარგი დაცვითი ფუნქცია, რომელიც ხსნის დაძაბულობას. მას შემდეგ რაც გამოიტირებთ იგრძნობთ შვებას.
გათავისუფლდით თქვენი ყოფილი პარტნიორისგან. თუ ის არ მოხვდება თქვენი თვალთახედვის არეალში თქვენ მალევე მიეჩვევით იმ აზრს, რომ ის არის თქვენი წარსული. თქვენ წინ კი მთელი ცხოვრებაა ბევრი შესაძლებლობებით და ახალი ნაცნობებით. ჩაალაგეთ ყველა ნივთები, ფოტოები და გადაყარეთ რაც გაკავშირებთ მასთან ან მიეცით მეგობარს და თხოვეთ, რომ დაუბრუნოს მის მფლობელს.
აღნიშნეთ, რომ თქვენ დაიწყეთ ახალი ცხოვრების ეტაპი. დაიყვანეთ ნულამდე ურთერთობა იმ ადამაინებთან ვინც საერთო მეგობრები არიან, რომლებიც გყავდათ ყოფილთან. ასე იქნება გაცილებით მარტივი, რომ არ იფიქროთ მასზე და არ გაიხსენოთ. გაიხსენეთ ძველი უნახავი მეგობრები და გქონდეთ ურთიერთობა მათთან. მიეცით თავს შანსი, რომ გიხაროდეთ მის გარეშე.
თუ ვერანაირად ვერ მოხერხდება ისე, რომ არ გქონდეთ შეხება და ურთიერთობა მასთან შეეცადეთ ის დაიყვანოთ მინიმუმამდე. შეხვედრისას ნუ ილაპარაკებ ბევრს და განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ განიცდი და როგორ ცუდად ხარ. თხოვეთ მეგობრებს, რომ არ გელაპაკონ საერთოდ ამ ადამიანზე და მაგ თემებზე. იმ დროს, მაშინ როცა ახალი მომხდარია ეს ამბავი და კიდევ გაქვს დიდი სურვილი დარეკვის.
წაშალეთ ის ყველა სოციალური ქსელებიდან და მესენჯერებიდან. წაშალეთ მისი ნომერი ტელეფონიდან. ასევე ჩანაწერები და ყველაფერი რაც გაქვს მასზე.
მართალია ძალიან რთულია იმ ადამიანთან ასე გაშორება ვისთანაც გაქვს გრძნობები და ბევრი კარგი მომენტი გაკავშირებს და ბედნიერად გრძნობდი თავს მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. შეიძლება ასეც იყო საჭირო და წინ ბევრად უფრო ნათელი დღეები და საინტერესო ადამიანები გელოდებიან. გირჩევთ, რომ აიყვანოთ თავი და გრძნობები ხელში, გამოიჩინეთ ნებისყოფა და სულიერი ძალა. ყველაფერი გამოგივათ და შეუძლებელი არაფერია. ნუ მიცემთ გრძნობებს თავს რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება უარესობისკენ.
კომენტარი