ხულოში სასწრაფო დახმარების მანქანა მოიპარეს და ავტოავარიის შედეგად დაამტვრიეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სამედიცინო დახმარების ცენტრიდან დღეს სასწრაფო დახმარების მანქანა მოიპარეს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების ქურდობის მცდელობის მუხლით.
სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, "შესაძლო ფსიქიური პრობლემების გამო, ბრალს წაუყენებენ თუ არა ექსპერტიზის პასუხიდან გამომდინარე გახდება ცნობილი".
მანქანის გამტაცებელმა სამედიცინო ცენტრიდან 300 მერტის მოშორებით ავტოავარია მოახდინა.
მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტოსურათი "ნაციონალური მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.“ - წერს ინტერპრესნიუსი
კომენტარი