მისტერ და მის თბილისი 2015
კონკურსი მისტერ და მის თბილისი უკვე მესამე წელია ტარდება სამოდელო სააგენტო BEST MODELS-ის მიერ. კონკურსში მონაწილეობას ღებულობს 20 გოგონა და 20 ვაჟი.
დასკვნითი საღამო გაიმართება 25 აპრილს 20:00 სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. ჟიურის წევრები არიან ლიზა ვადაჭკორია, ნინო ნადირაძე კუზანოვა, თეა აგლაძე, ნუკა კაციტაძე, თამარ პოპიაშვილი, ლელა წურწუმია, თინათინ მაღალაშვილი,გიორგი ნაზღაიძე, ლევან ჯიბღაშვილი, ზურა გორგაძე, ელენე ფოჩხუა, გოდერძი შარაშია, გია ჯაჯანიძე, მისტერ და მის თბილისი 2014 ის გამარჯვებულები.
ღონისძიებას წაიყვანს ტელე და რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე და მისტერ ვალენტინი 2014 თორნიკე ტყემალაძე. გამარჯვებულის გარდა გამოვლინდება საუკეთესო ათეული, როგორც ვაჟებში ისე გოგონებში. ასევე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციებში. გამარჯვებულები სხვადასხვა კომპანიებისგან მიიღებენ საჩუქრებს . ღონისძიების AFTER PARTY გაიმართება კლუბ EGOIST ში .
კომენტარი