სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები" – აკაკი ქვრივიშვილის ჩვენება შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გასაიდუმლოებული მასალებიდან

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გასაიდუმლოებული მასალებიდან „კურიერმა” მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, აკაკი ქვრივიშვილის ჩვენება მოიპოვა.

ქვრივიშვილი საკუთარ ჩვენებაში დეტალურად ყვება, როგორ დაიგეგმა ნაძალადეველებისმცხეთაში დაბრუნება “ტოიოტა ქამრით” ბეჟანიშვილის ქუჩაზე.

ამასთან, ქვრივიშვილი საქმის სხვა დეტალებზეც საუბრობს.

ვინ იყო შეკრებისა და უკან, მცხეთაში დაბრუნების ორგანიზატორი – აკაკი ქვრივიშვილი გამომძიებლის კითხვაზე პასუხობს, რომ ინიციატორი ვახტანგ ჩიქოვანი იყო, რომელიც მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულია.

ჩვენების მიხედვით, მიზეზი ორი მეგობრის წამოყვანა გახდა – საუბარია არასრულწლოვან ლ.შ-სა და გიორგი მერაბიშვილის შესახებ.

“მცხეთაში მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ვსაუბრობდით ერთმანეთში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. მხოლოდ მათ მოუყვა ვახო ჩიქოვანმა მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან თვითონვე გამოხატეს ინტერესი და გვკითხეს, ხომ მშვიდობა გვქონდა, მაშინ, როდესაც მათ დაინახეს დასისხლიანებული ვახტანგ ჩიქოვანი.

კითხვა: თქვენიდან ვინ გაუწია ორგანიზება დასახელებულ პირთა შეკრებას და ავტომანქანით მცხეთისკენ გადაადგილებას?

პასუხი: ჩვენი შეკრების და მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი, რადგან სწორედ მისი წინადადება იყო ჩავსულიყავით მეგობრების ჩამოსაყვანად მცხეთაში და მან მოიკითხა მართვის მოწმობა და ფხიზელი მძღოლი და სწორედ მისი ავტომანქანით წავედით. ასევე ყველა ჩვენთაგანს იგივე სურვილი და მიზანი გვქონდა. თუმცა ამ ფაქტს არანაირი ორგანიზება არ სჭირდებოდა, ვინაიდან ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩარჩენილები მცხეთაში და უნდა მომხდარიყო მათი ჩამოყვანა.

კითხვა: თქვენ თუ არ დაგინახავთ, სხვისგან ხომ მაინც არ გაიგეთ, რომ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელება?

პასუხი: გიორგი შაქარაშვილის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიით, რომ იგი იყო გაუჩინარებული. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ არაფერი არ გამიგია არავისგან.” – ნათქვამია ჩვენებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100