სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთვეს

საქართველოს ექს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩოც ფლობს.

საზოგადოებრივთან საუბარში უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე ამბობს, რომ ოფიციალურად საელჩოსთვის უკრაინულ მხარეს არ უცნობებია, რადგან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ინფორმაცია პირადი წყაროებით მოიძია.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროებიდან ამის თაობაზე ინფორმაცია. ვიცით, რომ უკრაინულმა მხარემ დოკუმენტს ხელი მოაწერა. იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ რამე დამატებითი შეტყობინება, ან ოფიციალური სახის წერილი არ მიგვიღია ამის თაობაზე", - განუცხადა უკრაინის ელჩმა საზოგადოებრივს.

რა არის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი, ელჩი განმარტავს, რომ ამის შესახებ ცნობები არ აქვს.

"მიზეზი არ არის ასახული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელმოწერის აქტი შესრულდა, სადაც მიზეზი, რატომ, რისთვის, ეს არ არის წარმოჩენილი და უბრალოდ ფაქტის თაობაზე შევიტყვეთ. უკრაინული მხარეს არ აქვს ვალდებულება საელჩოს ცალკე წერილით აცნობოს, რადგან სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. ჩვენ უბრალოდ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ სხვადასხვა არხიდან და ვიცით, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტს ხელი მოეწერა“, - აცხადებს გელა დუმბაძე.


წყარო: 1tv.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100