სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუდმივმოქმედი „ნუმიზმატიკური საგანძურის“ გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ.„ნუმიზმატიკური საგანძურის“ ექსპოზიციით საზოგადოებამ გაიცნო საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მომოქცევის ისტორია ძვ.წ VI საუკუნიდან 1834 წლამდე.გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წონისა და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეშიგავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი, რომლებიც უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა.ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკის სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომისპირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებლისათვის პირველად გამოიფინა ქართულ-სასანური იშვიათი დრამები, ჯაფარიანების თბილური დირჰემები, ბაგრატიონების ბიზანტიური ტიტულიანი ვერცხლის ქართული საფასეები,დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტა, რუსუდან დედოფლის უნიკალური დრამა, გიორგი IV ლაშას უნიკალური სპილენძის მონეტა, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებისმონეტები.
„საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტები, რომლებიც 27 საუკუნეს ითვლის, ზუსტად ასახავს ქვეყნის იმდროინდელ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც,დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა სახელმწიფოსათვის. რაღა თქმა უნდა სს ,,ლიბერთი ბანკი“ მუდამ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობასთანდაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაში’’ განაცხადა ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ.
ნუმიზმატიკის კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში გაიხსნა. ამჯერად კი, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარედგინა საზოგადოებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100