"არ მჯერა, რომ ეს შეხვედრები რამეს მოგვცემს, თუმცა მაინც ვცდით... არ მინდა, იფიქრონ, რომ ომის შესაჩერებლად არაფერი გავაკეთე" - ზელენსკის მიმართვა
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკომ მას შესთავაზა, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს მდინარე პრიპიატზე შეხვდნენ.
ზელენსკის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ ეს შეხვედრა შეთანხმებით დასრულდება, თუმცა მაინც ცდის.
„ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი პირობების გარეშე. გულწრფელად ვიტყვი: როგორც ყოველთვის, ამ შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ, რათა შემდგომ უკრაინის არც ერთ მოქალაქეს ეჭვი არ ჰქონდეს, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ შევეცადე ომის შეჩერებას, როდესაც იყო მცირე, მაგრამ მაინც შანსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარი