სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ჯიპიაი ჰოლდინგი” ავტოდაზღვევის სააღდგომო აქციას იწყებს

11 აპრილი, 2013 წ.: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა სააღდგომო ავტოაქცია დაიწყო. ყველა, ვინც ავტომობილს 10 აპრილიდან 26 მაისამდე ”ჯიპიაი ჰოლდინგში” დააზღვევს, საჩუქრად მიიღებს 100, 200 ან 300 ლარის ქულებს გუდვილის ბონუს ბარათზე.

ბარათზე დარიცხული ქულებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია გუდვილის ნებისმიერ სუპერმარკეტში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და გორში. დარიცხული ქულების გამოყენება 2013 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ერთი ოჯახიდან ორი ავტომანქანის დაზღვევის შემთხვევაში, გარდა ბონუს ქულებისა, დამატებითი საჩუქარია გათვალისწინებული: ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა 5,000 ლარიანი ლიმიტით.

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ”აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა განსაკუთრებულად ხვდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიახლეები შევთავაზოთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებს. სააღდგომო აქციის ფარგლებში დაზღვეულებს ყველას ექნება საშუალება, მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოს ავტოდაზღვევით და დამატებითი უფასო სერვისებით და ამასათან, მიიღონ საკმაოდ მიმზიდველი საჩუქარი სააღდგომო საყიდლებისთვის. აქციის განმავლობაში მომხმარებელს შევთავაზებთ უამრავ გასართობ და წამახალისებელ ღონისძიებას.”

მთელი წლის მანძინლზე ჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევის მფლობელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი დამატებითი სერვისებითა და გაუმჯობესებული პირობებით:

· უფასო ავტო-ასისტანსი გზებზე - ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გზებზე თბილისსა და მის შემოგარენში:
საბურავის გამოცვლა საწვავის ადგილზე მიტანა ავტომობილის დაქოქვა სპეციალური ხელსაწყოთი ევაკუატორის მომსახურება

· სერვის ჯგუფის 24 საათიანი მომსახურება - ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სერვის ჯგუფის გასვლა, შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა პროცედურული საკითხის მოგვარება, დაზღვეულის ტრანსპორტირება, საპატრულოდან საბუთების წამოღება და სხვ.

· 500 ლარამდე ზარალის ადგილზე დარეგულირება - მცირე ავტოზარალისას ჯიპიაი-ს სერვის ჯგუფი ადგილზე ახდენს ზარალის შეფასებას და ანაზღაურების დოკუმენტის გაცემას. თანხის განაღდება იმავე დღეს არის შესაძლებელი ჯიპიაი ჰოლდინგის სერვის ცენტრებში.

აქციასთან დაკავშირებული საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელი ხაზის 2 505 111 მეშვეობით, ასევე კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის www.gpih.ge მეშვეობით, სადაც მომხმარებელს შეუძლია, როგორც ონლაინ შეკვეთის გაკეთება, ასევე ონალაინ კონსულტაციის მიღება აქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯიპიაი ჰოლდინგის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით www.facebook.com/gpih.ge

***

”ჯიპიაი ჰოლდინგი” ავტოდაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და რომელიც ბაზრის 25%-ს ფლობს. 2012 წელს ავტოდაზღვევის მიმართულებით ანაზღაურებულმა ზარალმა 4 100 000 ლარი შეადგინა. ”ჯიპიაი ჰოლდინგის” ავტოდაზღვევის მთვარი უპირატესობა კონკურენტუნარიანი ტარიფები და ზარალის ანაზღაურების ოპერატიული სისტემაა. დამატებითი ინფორმაცია იხ. ვებ გვერდზე: http://www.gpi.ge/geo/motor/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100