„დაე, პუტინმა გაიგონოს და გაიგოს, ქვეყნის მართვა ხელში აიღოს!..“ - ჩუკოტკელი ბიჭუნას სიმღერა
ვლადიმირ პუტინს უკვე ჩუქჩებიც უმღერიან, თანაც, ჩუქჩა-მეძაღლეები (როგორც იცით, ჩუქჩა-მეირმეებიც არსებობენ). რუსეთის პრემიერზე ამღერებული ჩოკოტკელი ბიჭუნას სიმღერა, რომელიც ორი დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, უკვე ინტერნეტჰიტი გახდა. ტექსტში არის სიტყვები:
„მივქრივარ დედაქალაქისკენ, მალე ჩავალ და შევძახებ: „მე მოვედი!“ დაე, ჩემი ხმა პუტინმა გაიგონოს, ჩემი გულისთქმა გაიგოს და ქვეყნის მართვა ხელში აიღოს!“ - სწორედ ასე მღერის ძაღლებშებმულ მარხილზე შემომდგარი ჩუკოტკელი ბიჭუნა.
კლიპის მიხედვით, მემარხილე ჩუკოტკელ ბიჭუნას ერთი ადგილიდან მეორეში თბილ ქურქში ჩაცმული, საშუალო ასაკის მამაკაცი გადაჰყავს, რომელსაც მარშრუტის ბოლოს შავი „ჯიპი“ ელოდება და მარხილიდან გადმოსვლის შემდეგ ბიჭუნას სამოწყალოდ უყრის ხურდას.
ახალი კლიპის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
კომენტარი