სასტიკი მკვლელობა წლინახევრის შვილის თვალწინ - ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობა - დაკავებულ 22 წლის კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი