სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქსენია სობჩაკი დააპატიმრეს...

პოპულარული ტელესახე და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გუშინ საღამოს, მოსკოვში დააპატიმრეს.

ქსენია სობჩაკი და ალექსეი ნავალნი სამართალდამცავებმა მაშინ „აიყვანეს“, როცა მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა (ომონმა) დემონსტრანტების ჯგუფს ალყა შემოარტყა.

რუსეთის მედია საშუალებები იუწყებიან, რომ აღნიშნულ ფაქტამდე, გარკვეული დროით ადრე, სამართალდამცავებმა ნავალნის დამხმარეები, ალბულოვი და კრასილშიკიც დააპატიმრეს.

სობჩაკმა კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებთან შეხება პირველად აქვს და უკანასკნელი ორი დღის მანძილზე მრავალ დემონსტრანტს მოუხდა მისი ბედის გაზიარება.

შედეგად კი, გუშინ სამართალდამცავებმა მიტინგი დაარბიეს. რამდენიმე ადამიანი დააკავეს, აქციის ათეულობით მონაწილეს კი სხეულის სერიოზული დაზიანებებიც მიაყენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100