რუხის კლინიკაში კორონავირუსით 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
რუხის კლინიკაში 32 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული და თვითნებური მკურნალობა გახდა.
„გუშინ დილით გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შემოვიდა. მას თანხმლები დაავადებები არ ჰქონია. პაციენტის დამძიმების მიზეზი დაგვიანებულ და თვითნებური მედიკამენტოზური მკურნალობა იყო – ბინაზე მკურნალობდა 10 დღე. იგი გადმოყვანილი იყო ფოთის კლინიკიდან“, – აცხადებს რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯერი ნინო აკობია ჟურნალისტებთან საუბარში.
კომენტარი