ვაჟა ზაზაევიჩის გასაკვირად, ტაილანდში, თურმე, სპილობურთსაც თამაშობენ (ვიდეო)
„ცისფერი მთების“ ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პერსონაჟი - ვაჟა ზაზაევიჩი, რომელსაც ცხენბურთი და ფეხბურთი-ც გაგონილი ჰქონდა, მაგრამ მოტობურთი არა, ალბათ, ნამდვილად გაოცდებოდა, რომ გაეგო: როგორც აღმოჩნდა, ტაილანდში მეფის სახელობის ტურნირები ტარდება სპილოპოლოში. 2012 წლის ტაილანდის მეფის თასის გათამაშება უკვე დაწყებულია და პირველ ეტაპზე მასში თორმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ტურნირი საერთაშორისოა და მასში ევროპის ქვეყნებიც მონაწილეობენ.
ტურნირის ოფიციალური გახსნა ტაილანდში, ქალაქ ჰუა-ჰინში 5 სექტემბერს ჩატარდა. ცერემონიალის შემდეგ, უშუალოდ თამაშის დაწყებამდე, სპილოებს საყვარელი ნუგბარით პირის ჩატკბარუნების საშუალებაც მისცეს.
ვიდეო: Euronews No comment
კომენტარი