სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს რადარი თურქეთში განთავსდება

როგორც ცნობილი გახდა, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ ადრეული გაფრთხილების რადარი, რომელიც აშშ-სა და ნატოს მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ფარგლებში იქმნება, თურქეთში იქნება განთავსებული. ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სელჩუკ უნალმა განაცხადა.

დიპლომატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გაშლის შესახებ გადაწყვეტილება, გასული წლის ნატოს ლისაბონის სამიტზე იქნა მიღებული. თურქეთი თავიდანვე უჭერდა მხარს იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ ინიციატივის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამჟამად, მოლაპარაკებები ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სამთავრობო უწყებებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100