როგორ დავძლიოთ სტრესი და ნერვიულობა მარტივად?
სტრესული მგომარეობის დაძლევის მრავალი გზა არსებობს, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება განმარტოვება, მობილური ტელეფონის გამორთვა და კომუნიკაციის საშუალებებიგან თავის შორს დაჭერა გახლავთ. სასიამოვნო მუსიკის ფონზე არომატიზირებული სანთლების სურნელი ოთახში და ნაკლები ფიქრი, ასეთი განტვირთვა დადებითად აისახება ნერვიულ სისტემაზე.
ეცადეთ დაკავდეთ იმ საქმიანობით რომელიც გიყვართ და სიამოვნებას გგვრით. თუ არ გახსენდებათ ასეთი საქმე, მაშინ სეირნობას გირჩევთ, გადით გარეთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, ასეთი განმარტოვება ჯანმრთელობისთვისაც კარგია და განმარტოვებისთვისაც საუკეთესო საშვალებაა.
მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ძილი დაგეხმარებათ სტრესის გადალახვაში. ჯანმრთელი ძილი არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ მორალურადაც გაგაჯანსაღებთ. დადასტურდა, რომ ძილში ადამიანი პრობლემების ‘’გადახარშვას’’ ახერხებს და გამოძიბნების შემდეგ ნერვიული ფონი გაცილებით დამშვიდებულია და გადაწყვეტილებსაც გააზრებულად მიიღებთ.
დაწოლამდე თბილი წყლის აბაზანა განტვირტვისა და ნერვების დაწყნარების კიდევ ერთი საშუალებაა. ძილის წინ ერთი ჭიქა წითელი ღვინის და მშვიდი მუსიკის ფონზე, მიღებული აბაზანა თითქმის უკვალოდ გააქრობს თქვენს აფორიაქებას. მშვიდი მუსიკა ასევე გონების პრობლემებზე ფიქრისგან დასვენებაშიც დაგეხმარებათ.
კომენტარი