სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? რჩევები ხალხური მედიცინიდან

ხალხური მედიცინა გირჩევთ

თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია კოსმეტიკური თიხისა და ზღვის მარილის ნიღბების საშუალებით. შეიზილეთ მათი მასა თმაში, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თიხასა და ზღვის მარილს ადრსობრირების თვისება გააჩნიათ და თმის ფოლიკულებს ზედმეტი ცხიმისგან ათავისუფლებენ.

თმის ნიღბების დამზადება შეიძლება სხვადასხვა ბალახეულისგან. თერმოსში მოამზადეთ სალბის (შალფეი), კრაზანას ბალახის, ჭინჭრისა და უკვდავას (ნეგო) ნახარში (თითოეული ბალახი 1/2 ჩაის კოვზის ოდენობით ერთ ჭიქა წყალზე), გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ უფერო ხნა და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე დაბანის წინ.

თმის ხშირი ცვენის დროს, შესაზელად გამოიყენეთ წითელი წიწაკის ნაყენი. 1 წილ წიწაკას დაასხით 10 წილი 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 6-7 დღის განმავლობაში და გადაწურეთ. შემდეგ გააზავეთ ადუღებული წყლით, ურთიერთშეფარდებით 1:10. კვირაში 2-3 ჯერ შეიზილეთ თმის ძირებში. პროცედურის ჩატარება სასურველია ღამით.

თუ თქვენი თმის ცვენა მშობიარობის ან მენოპაუზის დროს ორგანიზმში ჰორმონალური მოჭარბებით არის გამოწვეული, უბრალოდ, უნდა მოიცადოთ, სანამ ორგანიზმი ჩვეულ ჰორმონალურ ფონს აღიდგენს. თუმცაღა, ლოდინთან ერთად, ჩაიტარეთ ზევით აღწერილი პროცედურები, რათა თმის ცვენა მინიმუმამდე დაიყვანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100