თიბისის მხარდაჭერით
თიბისის
განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის
ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტ Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე
გოგონებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა. 17-24
აგვისტოს, ბანაკს, მთელი საქართველოდან, მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, 150
მოსწავლე ორ ეტაპად სტუმრობდნენ.
ბანაკის
მონაწილე გოგონებმა, მენტორებთან ერთად, მოისმინეს ალტე უნივერსიტეტის
პროფესორებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული
საინტერესო ლექციები კლიმატის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, დემოკრატიული
საზოგადოების ტექნოლოგიების და მეწარმეობის შესახებ. მათ ასევე გაიარეს
ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფები და მონაწილეობა
მიიღეს სახალისო STEM თამაშებში.
კომენტარი