სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, სცენისთვის ეს საკმარისი არ არისო?!" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი ცისკარიშვილსა და ხაბეიშვილზე: მისი თქმით ენმ-მ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ დააფინანსა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "და­ი­კარ­გა" როცა საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს ეხე­ბო­და. ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვი­სას ისა­უბ­რა. ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ამ კონ­ტექ­სტში კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის თქმით, პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ახლა "დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან" შედ­გე­ბა. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: - სულ მქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ თქვენ­თან ამ თე­მებ­ზე მე­სა­უბ­რა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ახლა არ იყო ამის დრო. მეც შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი, რომ კო­ბა­ხი­ძე არ გა­ვა­ბედ­ნი­ე­რო-თქო, მაგ­რამ იქ კარ­გად იცი­ან, რა ხდე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში", მხო­ლოდ მხარ­დამ­ჭე­რებ­მა არ იცი­ან რა ხდე­ბა. მი­შას ცი­ხე­ში ყოფ­ნის ოც­და­მე­ა­თე დღე იყო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, რომ დაგ­ვე­წყო სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სა­ეჭ­ვო იყო. ვფიქ­რობ­დით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად ითხოვ­დნენ მის გა­დაყ­ვა­ნას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დავ­გეგ­მეთ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ ცი­ხეს­თან აქ­ცი­ა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის პო­ზი­ცია გაჟ­ღერ­დე­ბო­და. ჩა­მოვ­წე­რეთ სია, რო­მელ­შიც 60-მდე ადა­მი­ა­ნი იყო და არა­ვის უარი არ უთ­ქვამს, მი­შას ოპო­ნენ­ტებ­საც კი. ჩვე­ნი მხრი­დან ამ ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ლო­ჯის­ტი­კუ­რად ამი­სი უზ­რუნ­ვე­ლო­ფა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა პარ­ტი­ას. მათ სცე­ნა უნდა და­ედ­გათ და თბი­ლის­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნებს ვი­საც ცი­ხეს­თან უნ­დო­და მოს­ვლა (ეს შეძ­ლე­ბო­დათ). რო­დე­საც ვი­კი­თხე, ვინ იყო ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უნდა დავ­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი ამ თე­მა­ზე. მი­თხრეს, რომ პარ­ტი­ი­დან არის ერთი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ამ დე­ტა­ლებ­ზე უნდა დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ეს ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მი­შას შექ­მნი­ლი ტიპი და მი­თხრეს, რომ მას აბა­რია პარ­ტი­ის თან­ხა და გან­სა­ზღრავს ხარ­ჯვით ნა­წილს. მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რა­საც ვა­პი­რებ­დი და რომ სცე­ნა იყო სა­ჭი­რო. ეს შეხ­ვედ­რა რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან მოხ­და. ჯერ ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, დათ­ვლი­ლი რა­ტომ არ მო­მი­ტა­ნეო. ამ დროს მი­შას შიმ­ში­ლის 34-ე დღეა. გვერ­დზე ფი­ცა­რი ეგდო, გა­ხე­და და მი­თხრა, ეს საკ­მა­რი­სი არ არი­სო?! მოკ­ლედ, იმას იქ რა ვუ­პა­სუ­ხე არ ვი­ტყვი. ჯერ მი­თხრა, რომ პა­რა­ლე­ლუ­რი აქ­ცია გვაქ­ვსო , ახლა იქ მე­ო­რე ფრონ­ტი გვაქ­ვსო... მივ­ხვდი, რომ არა­ვინ გა­ა­კე­თებ­და იმას, რა­საც მე ვი­თხოვ­დი. და­ვა­სა­ხე­ლებ ამ ადა­მი­ანს, ეს იყო პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი. შემ­დეგ მი­თხრა, რომ პარ­ტი­ა­ში და­ვი­ლა­პა­რა­კებ­თო. იქვე იყო მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­შას ნამ­დვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რია და იმ ღა­მეს დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე მომ­წე­რა, რომ სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია ამას რომ გწერ და უა­რია და­ფი­ნან­სე­ბა­ზეო. შემ­დეგ მე პეტ­რეს ვუ­თხა­რი, რომ ამას მი­შას მივ­წერ­დი. ნიკა გვა­რა­მი­ამ უთხრა ჩემ­ზე, რომ ეს მი­შას მი­წერს და რად გინ­და­თო. პეტ­რემ, მი­წე­როს რა, მი­შამ არ იცის ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი და ორ ფრონტზე ბრძო­ლა გვაქ­ვსო. რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან მა­ნამ­დე მი­თხრა, რომ რუს­თა­ვის ციხე ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არ არი­სო. ეს ყველ­გან მოვ­ყე­ვი. ნიკა მე­ლია თუ ამ ამ­ბავს არ და­ა­დას­ტუ­რებს და მათ შო­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, ყვე­ლამ იცის ეს შიგ­ნით. უბ­რა­ლოდ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამის დრო არ იყო და კო­ბა­ხი­ძე იხე­ი­რებ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კა­ტას­ტრო­ფით უკვე ხე­ი­რობს. ერთ-ერთ აქ­ტი­ვო­ბა­ზე მი­შამ მომ­წე­რა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მერ­თო, ისი­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ იყ­ვნენ. ასე­ვე მი­თხრა, რომ პარ­ტი­ი­დან და­უ­კავ­შირ­დი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­სო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ვიცი ხა­ბეს დღე­საც აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა მი­შას­თან, უნდა ვთქვა, რომ ორი შეხ­ვედ­რის მერე ხაბე დავ­კარ­გე. ვოთ­საპ­ში ჩატი გვქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ჩატ­ში ვწერ­დი, ხაბე, აბა რას იზამ. რა­ზეც სამ დღე­ში ერთხელ გვპა­სუ­ხობ­და. შემ­დეგ გა­ვარ­კვიე, რომ ხა­ბეს გა­უ­კე­თე­ბია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ი­და­ნაც ებ­რძო­და ბი­ძი­ნას. ეს არის რისი მო­ყო­ლაც მინ­დო­და. შე­ვე­ტა­კე ასეთ ფაქტს - ქო­ცებს უფრო უნ­დო­დათ, რომ მიშა აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ ყო­ფი­ლი­ყო თუ ამათ. ათას მი­ზეზს ამ­ბობ­დნენ, ელ­ჩე­ბი გაგ­ვიბ­რაზ­დე­ბი­ან, და­სავ­ლე­თი ამას სწო­რად ვერ გა­ი­გებს, მი­ლი­ო­ნი მი­ზე­ზი ჰქონ­დათ, რა­ტომ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­შას ირ­გვლივ აქ­ტი­ვო­ბა. არ მა­ინ­ტე­რე­სებს რას ფიქ­რო­ბენ ჩემ­ზე გინ­და "არ­ტი­ლე­რია“ მე­ძა­ხონ და გინ­და "აუთ­რი­ჩი...“ ნიკა მე­ლი­ას და მე მა­შინ გვქონ­და უმ­ძი­მე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა, სამ დღე­ში ერთხელ ვჩხუ­ბობ­დით. ერ­თია, როცა პარ­ტი­ას არ აქვს ფი­ნან­სე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რეა ის, რომ მე მის მი­მართ მქონ­და ადა­მი­ა­ნუ­რი პრე­ტენ­ზია, რომ ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან მან არ იბ­რძო­ლა მი­შას­თვის. მაგ­რამ ესე­ნი მე­ლი­ას იმის­თვის კი არ ებ­რძვი­ან, რომ მი­შას­თვის არ იბ­რძო­ლა, არა, კი­დევ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, შიდა ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა რო­გორ მოხ­დე­ბა. არ გე­გო­ნოთ, რომ სცე­ნის მო­წყო­ბის­თვის დიდ თან­ხა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, სა­დღაც 15-20 ათა­სი ლარი... ბო­ლოს ოთხი მე­გო­ბა­რი გა­ვერ­თი­ან­დით და ეს თან­ხა ჩვენ დავ­დეთ, მათ შო­რის ერთ-ერთი იყო თემო ჯა­ნა­შია. კი­დევ ორს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და მად­ლო­ბა ჩემ შვილს, მა­რი­ამს რომ ლო­ჯის­ტი­კა გა­და­ი­ბა­რა, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის მა­გივ­რად გა­და­ბი­რა. ეს აქ­ცი­ე­ბი მა­ინც ჩა­ვა­ტა­რეთ. მათ პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა ჰგო­ნი­ათ, რომ სტუ­დი­ებ­ში დას­ხდე­ბი­ან და იტყვი­ან, რომ ბი­ძი­ნა ცუ­დია და მი­შას არ უშ­ვებს. მოკ­ლედ, რომ იცო­დეთ, ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმის­თვის, რომ შე­ექ­მნათ ილუ­ზია მიშა არა­ვის ადარ­დებს. ვი­ღა­ცე­ბი, რომ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი მი­შას თე­მის ამო­სა­ქო­ქად, უცებ ეს ხალ­ხი ქრე­ბო­და. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, ცნო­ბი­ლე­ბის გა­მოს­ვლებს რომ ვამ­ზა­დებ­დით, მახ­სოვს რომ ვახო ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ადგა, გა­ვი­გეთ, ამ ლა­პა­რაკს მოვ­რჩეთ და ხვა­ლი­დან სად მივ­დი­ვართ, რომ მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ბავ­ზე მო­თხოვ­ნე­ბი გა­ვაჟ­ღე­რო­თო, მე­ო­რე დღი­დან გვეც­ლე­ბო­და ეს ხალ­ხი. მე ვიცი, რომ მე და ხა­ბეს ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი უნდა გვე­კე­თე­ბი­ნა მი­შას­თვის, აქ­ტი­უ­რო­ბა ამ მხრივ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მე ხაბე ვე­ღარ ვი­პო­ვე. მი­შას­თვის სა­ჭი­რო რაც იყო და ეფექ­ტუ­რი, რომ არ ჩამ­კვდა­რი­ყო ეს თემა, არ გა­ა­კე­თა, მე ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ახლა ამის დრო არ არის, სულ ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით ვი­ყა­ვი. პარ­ტია შედ­გე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. თუ ამის დრო არ არის, ჩვენ ვე­რა­სო­დეს მო­ვი­გებთ ამ ომს. დღე­ი­დან ძა­ლი­ან კარ­გად ვიგ­რძნობ თავს ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მოვ­ყე­ვი. თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, გა­უ­მარ­ჯოს მის ერ­თგულ მებ­რძო­ლებს", - ამ­ბობს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100