ხსოვნის ცერემონიალზე ბარაკ ობამამ დავითის ფსალმუნი წაიკითხა
„გრაუნდ ზეროსთან“ ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ტერაქტის ადგილზე პატივის მისაგებად მივიდნენ შეერთებული შტატები პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მეუღლესთანე ერთად და ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მან ორჯერ ჩამოჰკრა ზარს დღის იმ დროს, როდესაც 10 წლის წინ პირველი თვითმფირავი შეეჯახა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს. ბარაკ ობამამ კი ბიბლიიდან 46-ე ფსალმუნი წაიკითხა. „ღმერთია ჩვენი ხსნა და ძალა. ნამდვილი მფარველი უბედურებაში. ამიტომაც არ გვეშინია, როდესაც დედამიწაც იძვრის და მთები ზანზარებენ ზღვის გულში.“ აშშ-ი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში აღინიშნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 10 წლის წინ ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში განხორციელებულ კოორდინირებულ საავიაციო იერიშებს 3000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტის მე-10 წლისთავზე გაკეთებულ მიმართვაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე იყო ტერაქტამდე. „დღეს, ამერიკა უფრო ძლიერი, ხოლო ალ ყაიდა დამარცხების გზაზე დგას. ჩვენ ალ ყაიდას გავუმართეთ ისეთი ბრძოლა, როგორც არასდროს. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, განადგურებულია ალ ყაიდას უფრო მეტი ლიდერი, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს 11 სექტემბრის შემდეგ. და ჩვენი სამხედრო ძალების განსაკუთრებული მამაცობისა და სიზუსტის წყალობით, ჩვენ საბოლოო განაჩენი გამოვუტანეთ ოსამა ბინ ლადენს.“ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერაქტისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში ჩატარება გამოიწვია, „სანდო მაგრამ გადაუმოწმებელმა ინფორმაცია“ ალ ყაიდას მხრიდან მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების სამზადისის შესახებ.
კომენტარი