დავით სონღულაშვილი - თვის ბოლოს გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრები განაახლა. 19 ოქტომბერს, დავით სონღულაშვილი, სოფელ ველისციხის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და ველისციხეში განხორციელებული პროექტები გააცნო მოსახლეობას. „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა მთავარი გამარჯვება წინაა და მჯერა ახლა უფრო მეტად დამიჭერთ მხარს,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. ველისციხეში მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტი. სოფელში მოიხრეშა შიდასაუბნო გზები, მოასფალტდა სოფლის ცენტრალური გზა, რეაბილიტირდა სასმელი წყლის სათავე-ნაგებობები და სოფლის დარჩენილ ნაწილში დაიწყო სასმელი წყლის მიწოდების სამუშაოები, გამოიცვალა სოფელში არსებული ელექტრო ენერგიის გადამცემი ტრანსფორმატორიც. მომდევნო წელს დაგეგმილია გზისა და გარეგანათების გაკეთება. დავით სონღულაშვლი გამარჯვების შემთხვევაში, ველისციხელებს ქალაქ-მუზეუმის პროექტის განხორციელებასაც დაპირდა. დეპუტატობის კანდიდატმა, ასევე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია მსხვილი პროექტის, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის განხორციელების შესახებ. მისი თქმით, თვის ბოლოს, ხელი მოეწერება კონტრაქტს და შესაბამისი სამუშაოებიც დაიწყება. „რაც პრემიერმა წინასაარჩევნო დაპირებებში გაახმოვანა, ერთ-ერთი პროექტი უკვე პროექტირების სტადიას გაცდა. თვის ბოლოს ხელი მოეწერება გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას, რომელიც 15,5 კმ მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი 38 მილიონი ლარის ღირებულებისაა და 30 თვეში დასრულდება,"- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, დავით სონღულაშვილი, გურჯაანის კულტურის ცენტრში გამართულ ფოლკლორის ფესტივალსაც.
კომენტარი