სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზარელი მკვლელობა ფონიჭალაში - მოკლულია დედა, 3 წლის შვილი კი დაწვეს

ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დედას ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს, ხოლო მცირეწლოვანი შვილი დაწვეს.
შსს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ბინიდან, სადაც დედა-შვილი მკვდარი იპოვეს, ოქრო და თანხაა წაღებული.
თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო განთავსებული და წაღებული არ არის. აქედან გამომდინარე, შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ ეტაპზე ძარცვის მოტივს გამორიცხავს.
მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორია და მეზობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან. ახლობლების განცხადებით კი 7 000 ამერიკული დოლარი და დიდი ოდენობით ოქროა წაღებული.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100