როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 აპრილს ქუთაისში მცირე ნალექი და +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი და უმეტესად წვინიანი დღე იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსსა და კოკისპირულ წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც იწვიმებს. +12 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღე და +13 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +6 იქნება. სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +10 გრადუსი და ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი, ღამითაც +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით უხ ნალექსა და +15 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
გორშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +10 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით წვიმა და +28 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება, შესაძლებელია ქარის მატება.
რუსთავში დღისით ჰაერის +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი და დაფიქსირდება. დედაქალაქში დღის ბოლოს ნალექია მოსალოდნელი.
კომენტარი