უგულავა: ჩვენ სასამართლოსი არ გვეშინია
თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმის წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო.
ბრალდების მხარემ პროცესის გადადება მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებად არ დაეშვათ რამდენიმე პირის დაკითხვა და ბრალდების მხარეს ისინი დასაკითხთა სიიდან ამოეღო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გონივრული ვადა და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. Droni.ge უგულავას კომენტარის ვიდეოვერსიასაც გთავაზობთ.
კომენტარი