იცოდით რომ სამსახურის დასაწყებად მარტივი გზა არსებობს? - თეგეტა მოტორსის შემოთავაზება
,,თეგეტა
მოტორსი“ შვილობილ კომპანია ,,თეგეტა აკადემიასთან ერთად“ სამსახურის მაძიებლებს პროფესიული
განათლების მიღების შესაძლებლობას და გარანტირებულ დასაქმებას გთავაზობთ. თეგეტა ჰოლდინგი
განაგრძობს პროექტს ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“. ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი შეიძინოს
ახალი პროფესია და დაიწყოს მუშაობა კომპანიაში, რომელიც უკვე საქმინობის 26 წელს და
ამდენივე შვილობილ კომპანიას ითვლის.
კამპანია
,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები
ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი
სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში
გარანტირებულად საქმდებიან.
სასწავლო
კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია
ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და
ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.
განაცხადების
მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი
20 სექტემბერია.
,,სამი მთავარი მიზეზი რატომ უნდა
აირჩიოთ თეგეტა, - ეს არის გუნდი, ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან კომპანიის წარმატებას თავიანთი პროფესიონალიზმით. ასევე აკადემიაში სწავლისას დახვდებათ საუკეთესო სასწავლო პროგრამები და ტრენინგები როგორც ტექნიკური, საავტომობილო კუთხით, ასევე ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით. და რაც ასევე მნიშვნელოვანია,
- ეს არის განვითარების შესაძლებლობა, თეგეტა მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს საკუთარ თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების დაგროვებასა და წინსვლაში, - ამბობს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ბერუაშვილი
თვენახევრიანი
სასწავლო პროგრამის ფარგლებში აპილკანტები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას კი რეგიონების (ამჯერად ქუთაისი, ბათუმი,
ფოთი) ფილიალებში გაივლიან.
„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვინც სამსახურს ეძებს. ასევე ვფიქრობთ,
რომ კამპანიის ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“
ფარგლებში, დასაქმების შანსს და სამომავლო პერსპექტივას ის ადამიანებიც დაინახავენ,
ვისაც შესაძლოა აქამდე ამაზე
არ უფიქრია. ველით ავტომობილებით დაინტერესებულებს, წინ საინტერესო პროცესია. ჩვენი
კომპანია მზად არის დაეხმაროს მათ ამ გზის გავლაში. ეს არის შანსი, გახდე საქართველოში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული კომპანიის წევრი და იმ კონტრიბუციის ნაწილი, რაც დღეს „თეგეტას“ საქართველოს ეკონომიკაში შეაქვს, – ნათიკა ბერძული „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი
სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: 1995 წელს დაფუძნებული ჰოლდინგი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“,
3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
კომენტარი