ათი თანამედროვე სიმღერა, რომლებზეც მამაკაცები ტირიან (ვიდეო)
კომპანია PRS for Music-მა გადაწყვიტა გაერკვია, რომელი ბგერები უყუჩებს გულს მამაკაცებს. შეადგინეს სიმღერების სია, რომლებსაც სავარაუდოდ სენტიმენტალური ემოციები უნდა გამოეწვიათ და სპეციალური გამოკითხვა ჩაატარეს.
კვლევის შედეგების თანახმად, ძლიერი სქესის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად ცრემლებს ვერ იკავებენ ჯგუფ R.E.M.-ის კომპოზიციაზე Everybody Hurts. ეს სიმღერა 1992 წელს გამოშვებულ ალბომში Automatic for the People შედის.
მეორე ადგილი დაიკავა ერიკ კლეპტონის სიმღერამ Tears in Heaven. მესამე პოზიცია წილად ხვდა ლეონარდ კოენს სიმღერით Hallelujah.
ხარისხიანი სენტიმენტალური სიმღერები ადამიანებში ემპათიას იწვევენ. გთავაზობთ PRS for Music-ის გამოკითხვის შედეგად მიღებულ სიმღერების ათეულს, რომელთა მოსმენისას მამაკაცებს გული უჩუყდებათ და ცრემლებს ვერ იკავებენ:
1- R.E.M - Everybody Hurts (Automatic For The People)
2- Eric Clapton - Tears In Heaven
3- Leonard Cohen - Hallelujah
4- Sinead O'Connor - Nothing Compares 2 U
5- U2 - With Or Without You
6- The Verve - The Drugs Don't Work
7- Elton John - Candle In The Wind
8- Bruce Springsteen - Streets Of Philadelphia
9- Todd Duncan - Unchained Melody
10- Robbie Williams – Angels
ვიდეო: R.E.M - Everybody Hurts (Automatic For The People)
კომენტარი