სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: პოლიციაში მიღების ევროპული სტანდარტებიც კი შეიცვალა (ვიდეო)

25 ნოემბერს „რუსთავი2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა „ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი“ უწოდა შსს-ს ბრალდებას მის წინააღმდეგ და დაადასტურა, რომ მზადაა, ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.

„ელოდებით თუ არა, რომ შესაძლოა, დაგაპატიმრონ?“, - ამ შეკითხვაზე შსს-ს ექსმინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ვერაფერს გამორიცხავს.

ვანო მერაბიშვილმა შსს-ში ბოლო დროს დაწყებულ მასობრივ დათხოვნებზეც ისაუბრა: „რა თქმა უნდა, სამინისტროში კადრების განახლება ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ დევნამ მასობრივი ხასიათი მიიღო, მეტიც, შეიცვალა პოლიციაში მიღების ის სტანდარტებიც, რაც ჩვენს მიერ იყო დამკვიდრებული და არ გახლდათ რაიმე განსაკუთრებული - ეს ჩვეულებრივი, დასავლური სტანდარტებია, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომელთა შერჩევას.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100