Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
Technovation
Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით,
ალტე უნივერსიტეტისა
და „ტექდრო”-ს
ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ
ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის
ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის
კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში 700-ზე
მეტმა გოგონამ და 250-მა
მენტორმა მიიღო მონაწილეობა. წარდგენილი
პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა
გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს სახელით:
·
გუნდი
„Easy Care“ | პროექტით „Easy Care“ |აჭარა
·
გუნდი
„Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი
·
გუნდი
„Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“ |
თბილისი
·
გუნდი
„Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი
·
გუნდი
„AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი
·
გუნდი
„AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა
·
გუნდი
„MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი
·
გუნდი
"Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“ |იმერეთი
ივნისში საქართველოს
გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან
ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები,
ოქტომბერში, ფინალის მსოფლიო სამიტზე გამოვლინდებიან. Technovation
Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს
ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური
კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის
განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა
თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
კომენტარი