გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს - რას წერს მედია დანაშაულზე?
გერმანიაში ბრალი წაუყენეს სამ პირს, რომელთაც საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარზე იძალადეს.. მედია წერს, რომ მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად გაუპატიურება და სხეულის დაზიანება. არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი ნარკორეალიზატორია. გერმანული მედიის ინფორმაციით, უშუალოდ ფაქტი სამი თვის წინ ერთ-ერთ პარკში მოხდა. 27 წლის ქალი და მისი მეუღლე ორივე საქართველოდან იყვნენ და დანაშაულამდე რამდენიმე თვით ადრე, ორ შვილთან ერთად გერმანიაში, ბერლინში გადავიდნენ საცხოვრებლად. დანაშაულის დღეს ცოლ-ქმარი პარკში იყო, რა დროსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე მამაკაცი მივიდა, გარს შემოეხვივნენ წყვილს, ქმარს სავარაუდოდ, ჯოხებითა და მუშტებით სცემეს, ხოლო ქალს სცემეს, მუხლზე დააჩოქეს, ორალური სექსი აიძულეს, ბოლოს გააუპატიურეს, რის შემდეგაც გაიქცნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის დაკავებულები არიან.
კომენტარი