სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14 წლის ვანო ფიფია „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა

"რუსთავი-2“-ის სატელევიზიო შოუ „ნიჭიერის“ წლევანდელმა ჟიურიმ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორსაც მისგან, ალბათ, ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის ქართველი შინაგანად მოითხოვდა: 2011 წლის კონკურსის გამარჯვებულად 14 წლის ვანო ფიფია დასახელდა.

ვანო გურჯაანის რიონის სოფელ კარდენახში, მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ცხოვრობს. არასდროს მოსვლია თავში „ნიჭიერში“ მონაწილეობა და ალბათ, არც არასდროს მოუვიდოდა, რომ არა მისი პედაგოგი, ლეილა ვარამაშვილი, რომლის დაჟინებული თხოვნით იგი თელავში, „ნიჭიერის“ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღენად მივიდა. იქ მისით ზუმბა დაინტერესდა და „არტ გენზეც“ მიიწვია, საიდანაც დაჯილდოებული დაბრუნდა, თანაც, ზუმბამ ფანდურითაც დააჯილდოვა.

ვანო ცერემბრალური დამბლითაა ავად. გურჯაანის ცერემბრალური დამბლით დაავადებულთა სკოლა-პანსიონში სწავლობდა, მაგრამ 2011 წლის დასაწყისში პანსიონი დახურეს და ბავშვი კარდენახის სკოლაში გადმოიყვანეს საცხოვრებლად. ოჯახი ვანოს ოპერაციისთვის ფულს აგროვებს და მათთვის ყველაზე დიდი სიხარული სწორედ ამიტომაა ვანოს გამარჯვება. თანაც, ვანოსთვის ჟიურის არანაირი გამონაკლისი არ დაუშვია, რადგან ბიჭს საშეღავათო არაფერი სჭირდა - არავისზე ნაკლებად არ უმღერია.

„ძალიან მწირი შემოსავალი გვაქვს, ხან რას ვჭამთ და ხან რას. ვანოს რომ ბოლომდე გავყვებოდი, აღთქმა დავდე, მაგრამ თვითონ მას არ უნდოდა სცენაზე გასვლა, პირველი გასვლის წინ უკან კინაღამ გაიქცა, ხელები უკანკალებდა. ასე ამბობდა, არ მინდა, პირველ ზარს უცებ დააჭერენ და ვინერვიულებო, მაგრამ მის გამოსვლას დარბაზის არნახული რეაქცია და ჟიურის აპლოდისმენტები მოჰყვა. ყველას მადლობელი ვარ...“ - ამბობს დედამისი და ამატებს: „როცა ნახევარფინალზე ჩამოვედით, თბილისში ღამის გასათევი ადგილი არ გვქონდა და ბინაში 20 ლარი გადავიხადეთ...“

თვითონ პატარა ვანო ფიფიამ კი თავისი სიმღერები გარდაცვლილ პაპას მიუძღვნა, რომელზეც, როგორც ცოცხალზე, ისე ლაპარაკობს: „მინდა ისე ვიმღერო, რომ პაპამ ჩემით იამაყოს..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100