სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნულმა ბანკმა ლიბერთის გამორჩეული თანამშრომელი - მანანა აკობია დააჯილდოვა

დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული დამსახურების მიხედვით ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ეროვნულმა ბანკმა საპატიო სიგელით, ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა აკობია დააჯილდოვა.

მანანა აკობიას საბანკო სექტორში მუშაობის 22 წლიანი უწყვეტი გამოცდილები აქვს. მან თავისი კარიერა დაიწყო ოპერატორის პოზიციიდან და იყო პირველი პირადი ბანკირი ქვეყანაში. 2005 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა პირადი ბანკირის ინსტიტუტი საქართველოში. 2009 წლიდან ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

,,ბანკირთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ყველა გამარჯვებულს. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ბანკის ჯილდოს მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მეამაყება, რომ ამ ჯილდოზე ლიბერთის გუნდმა წარმადგინა. ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა როგორც ჩემი თანაგუნდელების, ასევე ჩვენი მომხმარებლების წინაშე, რომ მუდმივად გავამართლოთ მათი მოლოდინები.“ - მანანა აკობია, ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტიმომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია

თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100